RSS

გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი ჩეხ გეოლოგებსა და გეოლოგიური კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა

09 ივლ

tamara Cexebiგარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი თამარ ბაგრატია ჩეხ გეოლოგებსა და გეოლოგიური კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა. სააგენტოს ჩეხეთის მთავრობასა და ექსპერტებთან ხანგრძლივი თანამშრომლობა აკავშირებს, რაც მათ მიერ საქართველოში განხორციელებულ გარემოსდაცვით პროექტებზეც აისახება.

“მეწყერის ფორმირების ალბათობის შეფასება საქართველოს მთიან რეგიონებში დუშეთის მუნიციპალიტეტში საფრთხის ქვეშ არსებული დასახლებების, საერთაშორისო გზების და ენერგოსადენების მაგალითზე” – ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია, რომელსაც გარემოს ეროვნული სააგენტო ჩეხეთის მხარის მხარდაჭერით განახორციელებს, რაც ითვალისწინებს დუშეთის მუნიციპალიტეტში მდ. არაგვის ხეობაში საშიში გეოლოგიური პროცესების (მეწყერი, ღვარცოფი, კლდეზვავი, ქვათაცვენა და სხვა) შეფასებას, საშიშროების რისკის რუკების შედგენას თანამედროვე მეთოდოლოგიით, გასატარებელი ღონისძიებების რეკომენდაციის მიცემასა და რამოდენიმე უბანზე მონიტორინგული ქსელის მოწყობას.
შეხვედრაზე მხარეებმა თანამშრომლობის პერსპექტივები და სამომავლო გეგმებიც განიხილეს.

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s