RSS

თბილისის ზღვის, ლისისა და კუს ტბის წყლების ხარისხის მონიტორინგი განხორციელდა

02 ივლ

DSC01011გარემოს ეროვნული სააგენტოს დაბინძურებისა და მონიტორინგის დეპარტამენტის სპეციალისტებმა მაისისა და ივნისის თვეში თბილისის ზღვის, ლისისა და კუს ტბის წყლების ხარისხის დასადგენად სინჯები აიღეს. აღებულ სინჯებში განისაზღვრა 32 კომპონენტი, გარდა დაავადებათა გამომწვევი მაჩვენებლებისა. გარემოს ეროვნული სააგენტოს აცხადებს, რომ მათი კვლევა არ შედის სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში.

ჩატარებულმა ანალიზებმა აჩვენა, რომ თბილისის ზღვის, ლისისა და კუს ტბებში განსაზღვრული კომპონენტები ნორმის ფარგლებშია. დაფიქსირდა მხოლოდ  ამონიუმის აზოტის კონცენტრაციის უმნიშვნელო მომატება ლისისა და კუს ტბებში. სპეციალისტთა განცხადებით, ლისის ტბაზე, ასევე, მომატებულია სულფატების კონცენტრაციები, რაც ამ ტბისთვის დამახასიათებელია და შეიძლება მის ფონურ შემცველობად ჩაითვალოს.

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s