RSS

დაცული ტერიტორიების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გამარჯვებულები გამოვლინდა

01 ივლ

gamarjvebuliგარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი დაბა სტეფანწმინდას სტუმრობდა, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას ყაზბეგის ეროვნული პარკის მიმდებარე სოფლების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, კონკურსი – სოციალური პროექტები თემის სოფლებს შორის  გაიმართა.

დაცული ტერიტორიების მხარდაჭერის პროგრამაკავკასიაში საქრთველო” 5 წლიან პროგრამას (2014-2019) წარმოადგენს, რომელიც   გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის  KFW- ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. პროგრამა მოიცავს ყაზბეგი, კინტრიში, ალგეთისა და ფშავხევსურეთის დაცულ ტერიტორიებს, რომლის მიზანია შერჩეული დაცული ტერიტორიების მართვის ეფექტურობის გაზრდა და  მიმდებარედ მცხოვრები თემების სოციალურეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება. პროგრამას გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო დაცული ტერიტორიების სააგენტო ახორციელებს.

ყაზბეგის ეროვნული პარკის მიმდებარე სოფლების მოსახლეობისთვის სხვადასხვა სახის კონკურსები  ჩატარდა. პროგრამის ეფექტური მართვისთვის შექმნილი რეგიონული მრჩეველთა საბჭოს მიერ შეირჩა შემდეგი თემატიკის კონკურსები.  კონკურსის მონაწილეებმა საპროექტო წინადადებები წერილობითი ფორმით წარადგინეს, სადაც  აღწერილი  იყო სოფლის/თემის პრობლემა, პროექტის მიზანი, საქმიანობები პრობლემის გადაწყვეტისთვის  და პროექტის  ღირებულება.

გამარჯვებულები ყაზბეგის მრჩეველთა საბჭომ და მოსახლეობის მიერ შერჩეულმა ჟიურიმ გამოავლინა. წარმოდგენილი პროექტებიდან  4 საუკეთესოს  ფულადი  პრიზები გიგლა აგულაშვილმა გადასცა.  პირველი ადგილის მფლობელს პროექტის განხორციელებისთვის 15 000 ლარი გადაეცა, მეორე ადგილზე გასული  – 10 000 ლარით დაჯილდოვა. ფულადი ჯილდოები გადაეცათ ასევე  მესამე და მეოთხე ადგილის მფლობელებს. მათ შესაბამისად   8 500  და 7500 ლარი გადაეცათ.

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s