RSS

აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) გაფართოებული რეგიონული სემინარი

24 ივნ

giglaaaaaგარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) გაფართოებული რეგიონული სემინარი გახსნა. სემინარის მონაწილეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს 13 ივნისს სტიქიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას.

გლობალური გარემოსდაცვითი ფონდი (GEF) საერთაშორისო თანამშრომლობის ორგანიზაციას წარმოადგენს, რომელშიც მსოფლიოს 183 ქვეყანაა ჩართული, რომლებიც საერთაშორისო ინსტიტუტებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და კერძო სექტორთან ერთად, აქტიურად თანამშრომლობენ გლობალური გარემოსდაცვითი საკითხების გადაჭრის მიმართულებით.

გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი გრანტების საერთო ჯამი 33 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს, რომელიც მოიცავს 24 პროექტს ბიომრავალფეროვნების, კლიმატის ცვლილების, წყლის რესურსების, ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებებისა და მიწის რესურსების მართვის მიმართულებით.

შეხვედრაზე GEF -ის მიერ დაფინანსებული პროექტების განხორციელებაზე იმსჯელეს – კონვენცია ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ, გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენცია, გაეროს კონვენცია მდგრადი ორგანული დამაბინძურებლების შესახებ, გაეროს კონვენცია გაუდაბნოების წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ და მინამატას კონვენცია ვერცხლისწყლის შესახებ.

1991 წლიდან გლობალურმა გარემოსდაცვითმა ფონდმა 13,5 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის გრანტების გამოყოფა და 165 განვითარებად ქვეყანაში 3 900 პროექტის დაფინანსება უზრუნველყო.

რეგიონულ შეხვედრას სამოქალაქო საზოგადოების, GEF -ის სამდივნოსა და სააგენტოს წარმომადგენლები და აღმოსავლეთ ევროპის 12 ქვეყნის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, სადაც მხარეებმა GEF -ის მიერ დაფინანსებული პროექტების განხორციელებისა და მათი ეროვნულ პოლიტიკაში ინტეგრაციის გამოცდილება ერთმანეთს გაუზიარეს.

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s