RSS

ომალოში სამაშველო ოპერაცია ჩატარდა

23 ივნ

omaloშსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა ახმეტის რაიონის სოფელ ომალოში სამაშველო ოპერაცია ჩაატარეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინციდენტებზე რეაგირების განყოფილებაში შემოვიდა შეტყობინება ახმეტაში, გომეწრის ხეობაში გადავარდნილი ტრაქტორის შესახებ.

ინციდენტის შედეგად გარდაიცვალა ერთი პიროვნება, მეორეს – 47 წლის მამაკაცს კი სასწრაფოდ დახმარება ესაჭიროებოდა. განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოს მაშველები, შეტყობინების მიღებისთანავე, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის საშუალებით შემთხვევის ადგილზე გადაფრინდნენ. სამაშველო ღონისძიების შედეგად, მაშველებმა დაზარალებული მამაკაცი მრავლობითი დაზიანებებით თბილისში ჩამოიყვანეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს.

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s