RSS

თბილისში სტიქიას რვა ადამიანი ემსხვერპლა

14 ივნ

wyaldidoba 005ამ დროისთვის, არსებული ინფორმაციით, წუხანდელი სტიქიის შედეგად,  მხოლოდ ვაკის რაიონში უსახლ-კაროდ 40-მდე ოჯახი დარჩა.  მხოლოდ სვანიძის ქუჩაზე უსახლ-კაროდაა დარჩენილი 25 ოჯახი, ხოლო დანარჩენები წყნეთის ქუჩაზე.

სტიქიის შედეგად დაზიანებულია ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი მაგისტრალი, დატობირილია საცხოვრებელი სახლები. მოკლე დროში მოსულმა უხვმა ნალექმა წყნეთი-ბეთანიის დამაკავშირებელ გზაზე გამოიწვია მეწყერი.
პრემიერ-მინისტრის დავალებით, შექმნილია საგანგებო შტაბი, რომლის მუშაობასაც კოორდინაციას უწევს სახელმწიფო უსაფრთხოების და კრიზისების მართვის საბჭო. საგანგებო შტაბის თათბირზე გადაწყდა, რომ დღეს დედაქალაქში რამდენიმე ცენტრალური მაგისტრალი დაიკეტება. შექმნილი ვითარების გამო საგანგებო შტაბი მოსახლეობას მოუწოდებს თავი შეიკავონ ქალაქში, განსაკუთრებით გმირთა მოედნის, ზოოპარკის, ვერეს ხეობის მიმდებარე ტერიტორიებზე გადაადგილებისგან. ავტოტრანსპორტის გადაადგილების შეზღუდვასთან დაკავშირებით ინფორმაციას საპატრულო პოლიცია გაავრცელებს. საგანგებო შტაბის დავალებით, სტიქიის შედეგების ლიკვიდაციაში ჩართულია ყველა შესაბამისი სამსახური. დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად მობილიზებულია ყველა აუციელებელი რესურსი. მოქმედებს ცხელი ხაზი 112. საგანგებო შტაბი 24 საათიან რეჟიმში მუშაობს.

სტიქიას ემსხვერპლა რვა ადამიანი, და რამდენიმე დაკარგულია, ამ დრომზე მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები.
დედაქალაქის მერის მოადგილის თქმით, გარდაცვლილების დაკრძალვის ხარჯებს თბილისის მერია დაფარავს.
რაც შეეხება სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის ოდენობას, მისი განცხადებით, ზარალი ძალიან დიდია, თუმცა დაზუსტებული მონაცემები ჯერჯერობით არ არსებობს, რადგან აღწერა მიმდინარეობს.

 

ვერის ხეობის ადიდებამ დააზარალა თბილისის ზოოპარკიც. ზოოპარკში მტაცებლების დიდი ნაწილი პრაქტიკულად აღარ არის, – აცხადებენ ზოოპარკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში. მათი ინფორმაციით, დაკარგული და ლიკვიდირებულია 20 მგელი, 8 ლომი, თეთრი ვეფხვები, ვეფხვები, აფთრები და იაგუარები. ასევე 17-დან მხოლოდ სამი პინგვინია გადარჩენილი.
მათი ინფორმაციით, ცხოველთა ნაწილი ლიკვიდირებულია, ნაწილი კი – დაკარგული.
საზოგადოების ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, გადარჩნენ ზოოპარკის ბინადრები, რომლებიც ზოოპარკის ზედა მხარეს არიან მოთავსებულები, მათ შორის – გველები, სპილოები, ზებრები, ირმები, ლამურები, ცხენები, პონები, აზავერები და თხები.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს, თბილისის ქუჩებში გადაადგილებისგან თავი შეიკავონ. დედაქალაქში მომხდარმა სტიქიამ ზოოპარკში ვოლიერების დაზიანება და ცხოველების გარეთ გამოსვლა გამოიწვია.
შსს თბილისის ზოოპარკის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობს და მაქსიმალურად აკონტროლებს შექმნილ ვითარებას. შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა დანაყოფი მობილიზებულია იმისათვის, რომ აღნიშნული ცხოველების დაძინება და ზოოპარკში დაბრუნება დროულად მოხდეს. ამ დროისათვის, რამდენიმე ცხოველის დაძინება უკვე მოხდა, ხოლო რამდენიმეს – ლიკვიდაცია გახდა საჭირო.
უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, სამინისტრო ურჩევს,  მოსახლეობას თავი შეიკავოს ქუჩებში გადაადგილებისგან და თუ კი ვინმე შეამჩნევს რომელიმე ცხოველს, დაუყონებლივ დარეკოს 112-ზე და შეატყობინოს სამართალდამცველებს.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განახლებულ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო მოსახლეობას პერიოდულად მიაწვდის.

ამ დრომზე ელექტროენერგია არ მიეწოდება ვაკისა და პლეხანოვის ნაწილს.

 ფოტო გიორგი ზედგენიძის

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s