RSS

გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი სტუდენტებს შეხვდა

05 ივნ

tamunaaa5 ივნისს, გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსმა თამარ ბაგრატიამ, გარემოს დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, სააგენტოში ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ილიას უნივერსიტეტისა 50-ზე მეტ სტუდენტს უმასპინძლა.
სტუდენტებს თამარ ბაგრატიამ სააგენტოს საქმიანობა თავად გააცნო, ასევე დაათვალიერებინა ლაბორატორიები და სინოპტიკოსების სამუშაო ოთახი, სადაც ონლაინ რეჟიმში გადმოიცემა სინოპტიკური პროცესები. სააგენტოს ხელმძღვანელი გარემოს დაცვით საკითხებთან დაკავშირებით სტუდენტების ხედვებსაც გაეცნო.


თამარ ბაგრატიამ აღნიშნა, რომ გარემოს ეროვნული სააგენტო აქტიურად გააგრძელებს თანამშრომლობას სტუდენტებთან და უნივერსიტეტებთან, როგორც გარემოსდაცვითი ცნობიერების ასამაღლებლად, ასევე შეიმუშავებს პროგრამებს, რათა დაეხმაროს მათ პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებისათვის.

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s