RSS

დევდორაკზე სპეციალისტები მონიტორინგს განახორციელებენ

04 ივნ

dariali 2გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სტიქიური მოვლენების შესაძლო გააქტიურების შემთხვევაში, ადრეული შეტყობინების მიზნით, მყინვარ დევდორაკზე და მდინარე ამალის ხეობაში დღეიდან სპეციალისტები მონიტორინგს განახორციელებენ.

სსიპ – გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების ჯგუფმა, სასაზღვრო პოლიციის დახმარებით, მთა-მყინვარწვერის ჩრდილო-აღმოსავლეთ კალთაზე, საცხოვრებელი ვაგონი (ეგრეთწოდებული „კუნგი“) განათავსეს. მონიტორინგი განხორციელდება იმ დრომდე, სანამ არ დამონტაჟდება ავტომატიზირებული ადრეული შეტყობინების სისტემა.

მონიტორინგი მინიმუმამდე დაიყვანს სამხედრო გზაზე მოძრავი, როგორც ადგილობრივი, ისე ტრანზიტული ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლებისა და ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე მოსახლეობის უსაფრთხო გადაადგილებას.

ამასთან, დღესვე დაგეგმილი იყო სსიპ – გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების პირიქითა ხევსურეთში ჩასვლა, თუმცა რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო ჯგუფმა სტიქიის ზონამდე ვერ შეძლო მისვლა.

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s