RSS

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომა პარლამენტში

03 ივნ

tamuna parlamentsiსაქართველოს პარლამენტში, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე, გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და სტრატეგიის შესახებ მინისტრი გიგლა აგულაშვილი მოხსნებით გამოვიდა.

ქვეყანაში მდგრადი განვითარების წინაპირობების შექმნა და გარემოს დეგრადაციის შემცირება, ევროინტეგრაციის გაღრმავება, მწვანე ეკონომიკის ხელშეწყობა და გარემოსდაცვითი მართვის გაუმჯობესება ფართო საზოგადოების აქტიური ჩართულობით, – ასეთია გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების ახალი მინისტრის, გიგლა აგულაშვილის სამომავლო გეგმები.

კანონმდებლებმა მინისტრს შეკითხვები თბილისსა და რეგიონებში არსებულ ეკოლოგიურ პრობლემებსა და გარემოს დაცვის საკითხებზე დაუსვეს. დღესვე, სხდომაზე დეპუტატ გია ჟორჟოლიანის საკანონმდებლო ინიციატივები განიხილეს, რომელიც დაცული ტერიტორიების სტატუსის, ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების შექმნის და თბილისის ეროვნული პარკის შესახებ კანონებში ცვლილების შეტანას ითვალისწინებს.

კომიტეტის წინაშე ასევე წარდგა სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს ახალი ხელმძღვანელი თამარ ბაგრატია, რომელმაც დეპუტატებს სააგენტოს მიმდინარე პროექტები და გეგმები გააცნო, ასევე დეპუტატებს მიაწოდა მონაცემები სხვადასხვა დასახლებულ პუნქტებში გარემოს დაბინძურების შესახებ.

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s