RSS

მაშველებმა პოლონეთის სამი მოქალაქე მწვერვალ თეთნულდიდან უვნებლად ჩამოიყვანეს

01 ივნ

svaneTi 017შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა პოლონეთის სამი მოქალაქე მწვერვალ თეთნულდიდან უვნებლად ჩამოიყვანეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში დაახლოებით დილით 10 საათისთვის შემოვიდა შეტყობინება მწვერვალ თეთნულდზე დარჩენილი სამი ტურისტის შესახებ, რომლებიც სასწრაფო დახმარებას საჭიროებდნენ.

მეტეოროლოგიური პირობების გაუარესების გამო, 4 ათას 200 მეტრზე მყოფი მთასვლელები ბარში ჩამოსვლას ვეღარ ახერხებდნენ. შეტყობინების მიღებისთანავე, სამაშველო-საძიებო ღონისძიებაში ჩაერთვნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მესტიის პირველი ქვე-განყოფილების სამთო მაშველები, რომელთაც აქტიურ დახმარებას უწევდნენ სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლები. მოგვიანებით, განსაკუთრებულ და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოს ბაზიდან დამატებით გავიდა მაშველთა ჯგუფი.

სამაშველო ოპერაციის შედეგად მაშველებმა შეძლეს ტურისტების მყინვარწვერიდან უვნებლად ჩამოიყვანა.

სამაშველო ღონისძიებაში ჩართული იყო სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s