დღეს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბავშვო უნივერსიტეტმა და „თსუ-ეკო კლუბმა“ რუსთაველის გამზირზე, სადაც საქართველოს დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილი ღონისძიებები იმართებოდა, ჩაატარა სახალისო გამოკითხვა, რომელის მიმდინარეობის დროსაც, მსურველებს საქართველოს რუკაზე უნდა მოენიშნათ მათთვის საყვარელი საკურორტო (დასასვენებელი) ადგილი
(ან ის მუნიციპალიტეტი, სადაც მდებარეობს) მთელი დღის განმავლობაში გამოიკითხა 800-მდე ადამიანი, რომელთაც საკუთარი აზრი დააფიქსირეს, მათგან 7.09%-მა თბილისი, 6.29%-მა ბათუმი, დუშეთი 4.26%, 3.87%სოხუმი და 3.22% მარტვილი აირჩია. აღსანიშნავია ისიც, რომ არც ერთი მუნიციპალიტეტი არ დარჩენილა ხმის გარეშე.