27 მაისს ფუტკრის დაცვის საერთაშორისო ფონდის ინიციატივით რიყეზე მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური ეკოლოგიური ღონისძიება გაიმართა. ფუტკრის გადარჩენისადმი მიძღვნილი ღონისძიება სხვადასხვა ქვეყნის 250 ქალაქში ერთდროულად გაიმართა
ღონისძიების მიზანია ფუტკრის მნიშვნელობის როლის აღნიშვნა პლანეტის ბიოლოგიური მრავალფეროვნების შენარჩუნებაში, ასევე თაფლისა და ფუტკრის პროდუქტების გამოყენებით ჯანსაღი ცხოვრების წესის იდეის გავრცელება.
ფუტკრების რაოდენობა ყოველწლიურად 20%-ით მცირდება და ეს საგანგაშო სტატისტიკა დღითიდღე იზრდება. ფუტკარი ეკოლოგიური სისტემის უმნიშვნელოვანესი რგოლია, ის მცენარეების 80%-ის დამტვერავია, ეკოლოგიური სისტემიდან ფუტკრის ამოვარდნა კაცობრიობას კატასტროფის წინაშე დააყენებს.
ღონისძიების ორგანიზატორი კომპანია ტენტორიუმი და ფუტკრის დაცვის მსოფლიო ფონდია (World Save Bee Fund e.V) ფონდის წევრები მსოფლიოში ცნობილი პიროვნებები არიან, ფონდი აფინანსებს სამეცნიერო კვლევებს, რაც ხელს შუწყობს ფუტკრის გადარჩენას.