გუშინ, საჩხერის მეორე საჯარო სკოლაში გაიმართა საჩხერის ტურისტული რუკის პრეზენტაცია. ტურისტული რუკის ავტორები არიან თსუ-ს ასისტენტ პროფესორი, გეოგრაფიის დოქტორი გიორგი დვალაშვილი და მაგისტრანტი გიორგი გულიაშვილი. თემატურად რუკაზე მოთავსებულია 115 კულტურული ძეგლი. ხუთი მღვიმე, მდინარეთა ხეობები, მწვერვალები. წარმოდგენილია სამი ტურისტული მარშრუტი, რომელსაც ადგილობრივი თუ უცხოელი ტურისტი გაივლის წელიწადის სხვადასხვა დროს.
ტრანსპორტის სხვადასხვა საშუალებით. რუკა დაეხმარება როგორც ადგილობრივ ტუტისტებს ისე სხვა რეგიონებიდან ჩასულ ვიზიტორებდ. სამი ტურისტული მარშრუტის მთავარი ღირსშესანიშნავი ადგილების 15ფოტოსურათია აგრეთვე დართული. პრეზენტაციას ესწრებოდნენ საჩხერის სკოლს პედაგოგები და მოსწავლეები. საჩხერის მუნიციპალიტეტის კულტურის განყოფილების ხელმძღვანელი ლევან ჩხეიძე. ამავე სამსახურის თანსმშრომელი. ტურიზმის სპეციალისტი სოფიო აბაშიძე. გამოითქვა მოსაზრება საჩხერის ტუროსტული პოტენციალის შეფასებაში ჩართული იქნას საჯარო სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები.