ხულოს რაიონის სოფელ თხილვანაში, ადიდებულმა მდინარეებმა ოთხ სოფელში დამაკავშირებელი გზები ჩახერგა. ზედა თხილვანა, ბაკიბაკო, მთისუბანი და ქვედა თხილვანა გარე სამყაროს არის მოწყვეტილი. ადგილობრივი მცხოვრების ნინა გუნდაძის განცხადებით, უცბად მოვარდნილმა მდინარე ხიხანისწყალმა ოჯახის საკარმიდამო ნაკვეთები და მათ შორის მისი მიწის ნაკვეთიც წაიღო.
წინასწარი მონაცემებით, სტიქიას მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა სოფლის მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ შესაბამისი უწყებებიდან.