მაღალმთიან აჭარაში, შუახევის რაიონის სოფელ დარჩიძეებს არც გზა აქვს და არც ინფრასტრუქტურაა განვითარებული. ამ სოფელში ბავშვებს წვიმიან ამინდებში სკოლაში გასვლაც კი უჭირთ. ზოგიერთი პატარა სკოლაში ტალახიანი გზების გამო, ვერც კი მიდის, რადგან უმრავლესობას რამდენიმე კილომეტრის გავლა უწევთ, რაც წარმოუდგენელია უხვი ნალექის მოსვლის შემთხვევაში. ადგილობრივების განცხადებით, ამ გზებზე ავტომობილებიც კი ვერ დადიან, თუ ავტომობილი მაღალი გამავლობის არაა. მათი მოთხოვნაა სოფლის შიდა გზების რეაბილიტაცია და სანიაღვრე მილების დამონტაჟება.
ფოტოები და ინფორმაცია მოგვაწოდა როინ გუნდაძემ