ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური განვითარებისა და უწყვეტი განათლების ცენტრის საბავშვო უნივერსიტეტი და სტუდენტური თსუ-ეკო კლუბის მიერ საერთაშორისო პროექტ დიდი ნახტომის (Big Jump Challenge) ფარგლებში გამოცხადებულ ესეების კონკურსში, რომელიც საქართველოს მდინარეების ეკოლოგიურ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებს ეხებოდა და მიზნად ისახავდა სკოლის მოსწავლეებში მდინარის ეკოლოგიური პრობლემების გათავისებასა და მათი ჩართულობის გაზრდას მდინარეების დაცვით ღონისძიებებში, ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს 103-მა სკოლამ.
გამორჩეული ნაშრომი წარმოადგინა სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ერისიმედის საჯარო სკოლის 12 კლასის მოსწავლემ თეონა დეკანაძემ. სოფელი ერისიმედი უახლოეს დასახლებულ პუნქტს დაშორებულია 22 კმ-ით და ქვიანი გზით არის დაკავშირებული. ამ სოფელში მთიან აჭარიდან ჩასახლებული ეკო მიგრანტები ცხოვრობენ, ამ დროისთვის ქალაქის მიმართულებით არ მოძრაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი. სამწუხაროდ კონკურსანტმა ვერ შეძლო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინალურ ტურში წარმოედინა თავისი პრეზენტაცია, თსუ-ეკო-კლუბმა გადაწყვიტა სოფელ ერისიმედში, ტრანსასაზღვრო მდინარე ბლაქანისწყალზე დაეგეგმა ლექცია წყლის პრობლემებთან დაკავშირებით.
7 მაისს თსუ-ეკო კლუბმა სოფელ ერისიმედის საჯარო სკოლაში ლექცია ჩაატარა მსოფლიოს წყლის დაცვის საკითხებთან დაკავშირებით, ხოლო მდინარე ბელექნისწყალზე მოხსენება გააკეთა ამავე სკოლის მოსწავლემ თეონა დეკანაძემ, რომელსაც თსუ-ს საბავშვო უნივერსიტეტისა და თსუ-ეკო კლუბისგან გადაეცა სერთიფიკატი და სიმბოლური საჩუქრები. სოფელ ერისიმედში არარსებული ნაგავსაყრელის გამო, სოფლის მოსახლეობა იყენებს მდინარე ბელაქანისწყლის ხეობას ნაგავსაყრელად და სხვადასხვა ნარჩენებით არის დაბინძურებული, აგრეთვე ეს მდინარე აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან წყალდიდობის დროს საყოფაცხოვრებო ნარჩენების ტრანზიტულ მდინარეს წარმოადგენს. მდინარის სანაპირო ზოლის დასუფთავების აქციის თანაორგანიზატორები იყვნენ სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ერისიმედის სკოლის დირექტორი დავით თავართქილაძე, საჯარო სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები. ღონისძიებაში მონაწილეობდა სოფელ ერისიმედის მოსახლეობაც