RSS

ხეების მოვლა და სხვლა-ფორმირება საქართველოს ქალაქებში

06 მაისი

გიგლაგარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა საზოგადოებას „ხეების მოვლა და სხვლა-ფორმირება საქართველოს ქალაქებში” დოკუმენტი გააცნო. დოკუმენტი გარემოს დაცვის სამინისტროს ინიციატივით, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით და ეროვნული სატყეო პროგრამის (NFP) ფარგლებში შემუშავდა.

აღნიშნული დოკუმენტი, ქალაქებში მწვანე ნარგავების მძიმე მდგომარეობის, ხეების გადაბელვის არასწორი პრაქტიკის აღმოფხვრას და ევროპული გამოცდილების გათვალისწინებას და ნარგავების მოვლის ევროპული წესების შემოღებას ითვალისწინებს. დოკუმენტის მიზანია საქართველოს ქალაქებში, მათ შორის, სატრანსპორტო მონაკვეთებში არსებული მწვანე ნარგავების შენარჩუნება და მათი მდგრადობის გაუმჯობესება.

დოკუმენტი ყველა მუნიციპალიტეტს განსახილველად გადაეგზავნება. მუნიციპალიტეტის თანამშრომლებს სპეციალური ტრენინგები ჩაუტარდებათ, რომელსაც კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN) განახორციელებს.

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s