RSS

ნეპალში მიწისძვრას ათასობით ადამიანი ემსხვერპლა

26 აპრილი

1430036817გუშინ, ძლიერი მიწისძვრა მოხდა ნეპალის დედაქალაქ კატმანდუში, ბიძგების სიმძლავრემ 7.9 მაგნიტუდას მიაღწია. ნეპალში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი იზრდება.
ადგილობრივი მთავრობის მონაცემებით, მხოლოდ დედაქალაქ კატმანდუში 700 ადამიანია დაღუპული. ვრცელდება ინფორმაცია უამრავი დანგრეული შენობის შესახებ.

ნეპალში, დღეს განმეორებითი მიწისძვრა მოხდა. უცხოური მედიის ინფორმაციით, ამჯერად მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 6,7 მაგნიტუდა შეადგინა.
მიწისძვრის ეპიცენტრი იყო ნეპალის დედაქალაქ კატმანდუდან 80 კილომეტრში. განმეორებითი მიწისძვრისას მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
ინდოელი სეისმოლოგები აცხადებენ, რომ ძლიერი მიწისძვრის შემდეგ, რომელიც გუშინ დაფიქსირდა, ბიძგები შესაძლოა რამდენიმე კვირის, უფრო მეტიც, თვეების განმავლობაშიც იყოს საგრძნობი.
მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა მეზობელ ინდოეთში, პაკისტანსა და ბანგლადეშშიც.
ბოლო 80 წლის განმავლობაში, მსგავსი სიძლიერის მიწისძვრა ნეპალში არ მომხდარა. ბოლო მონაცემებით, მიწისძვრის შედეგად 2000-მდე ადამიანია დაღუპული.

“სი-ენ-ენ” -ის ინფორმაციით, ევერესტზე, მიწისძვრის გამო, ზვავის ჩამოწოლის შედეგად, 65 ალპინისტი დაიღუპა, ათასი მათგანი კი საბაზო ბანაკიდან ევაკუაციის მოლოდინშია.
ნეპალის ალპინისტთა ასოციაციის პრეზიდენტის, ანგ ჩერინგას ინფორმაციით, დაშავებულია 60-მდე ალპინისტი, 22 მათგანი უკვე ვერტმფრენით გადაიყვანეს.
ევერესტზე ჩამოწოლილმა ზვავმა ალპინისტების საბაზო ბანაკი მოიყოლა. ნეპალის ტურიზმის სამინისტროს მონაცემებით, ათასამდე ალპინისტიდან 400 უცხოელია. ყველა მათგანი მიწისძვრის მომენტში, სწორედ ევერესტზე იმყოფებოდა.

ნეპალში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, საჭიროების შემთხვევაში შეუძლიათ დაუკავშირდნენ საქართველოს საელჩოს ინდოეთში, ცხელი ხაზის შემდეგ ნომრებზე: +911147078602; +911149496000; +919560093233; +919560791004;
აქვე გაცნობებთ, რომ საქართველოს საელჩო კომუნიკაციას აწარმოებს ნეპალის შესაბამის სტრუქტურებთან დამატებითი ინფორმაციის მისაღებად”, – ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s