საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო აცხადებს ფოტო კონკურსს თემაზე “ბიომრავალფეროვნება მდგრადი განვითარებისთვის“
I ადგილი: ველოსიპედი
II ადგილი: კარავი და საძილე ტომარა
III ადგილი: სამთო ზურგჩანთა
კონკურსის პირობები:
კონკურსი ტარდება საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და გერმანიის საერთაშორსო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ინიციატივითა და ორგანიზებით. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს.
კონკურსის ფარგლებში წარმოდგენილი ფოტოები აუცილებლად უნდა იყოს საქართველოში გადაღებული.
ფოტოების საავტორო უფლებები ეკუთვნის ავტორს. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინიტრო უფლებას იტოვებს ფოტოები გამოიყენოს გამოფენებისთვის.
კონკურსში წარმოდგენილი ნამუშევარი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:
ფოტო აუცილებლად უნდა ეკუთვნოდეს ავტორს
- ფოტოს ზომა უნდა იყოს მინიმუმ 2000 პიქსელი
- ფოტო, რომელიც არ აკმაყოფილებს ხარისხის, ზომებისა და საავტორო უფლებების მოთხოვნებს, წინასწარი გაფრთხილების გარეშე მოიხსნება კონკურსიდან;
ფოტოს გამოგზავნისას, გთხოვთ, მიუთითოთ:
- სახელი, გვარი
- ასაკი
- ფოტოს სათაური
- გადაღების ადგილი
- სასურველია ფოტოს მოკლე აღწერა
- საკონტაქტო ინფორმაცია
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 16 მაისამდე უნდა წარმოადგინონ „ბიომრავალფეროვნება მდგრადი განვითარებისათვის” თემატიკაზე გადაღებული ფოტო სურათი მისამართზე biodepbio@moe.gov.ge