RSS

თბილისის ზოოპარკს კიდევ ერთი პატარა შეემატა

13 აპრილი

zebraთბილისის ზოოპარკს კიდევ ერთი პატარა შეემატა. თბილისის ზოოპარკის ადმინისტრაციის განცხადებით, პატარა ზებრა რამდენიმე წუთის წინ დაიბადა. “ჩვენს სამშობიაროში პატარების ჟრიამული არ წყდება. ამჯერად, ზოოპარკში ზებრა დაიბადა. ეს ფოტო დაბადებიდან რამდენიმე წუთში გადავუღეთ. ახალშობილი დედამ მალევე გაასუფთავა, გალოკა და გააფუმფულა. დედაც და პატარაც თავს კარგად გრძნობენ და დამთვალიერებლისთვის მათი მონახულება ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი.” – აცხადებენ თბილისის ზოოპარკის ადმინისტრაციაში.

ზებრები სოციალური ცხოველები არიან. ზოგიერთები იმდენად ძლიერ ჯგუფებს ქმნიან, რომ მათ სიცოცხლის ბოლომდე ინარჩუნებენ. ჯოგი შეიძლება ათასობით ჩლიქოსნისგან შედგებოდეს, თუმცა ეს ჯგუფი შიგნით პატარა ოჯახურ გაერთიანებებადაა დაყოფილი, რომლებშიც ერთი ულაყი და მისი რამდენიმე ფაშატია თავმოყრილი. ამგვარი „ჰარამხანების“ შექმნა ზებრების პოლიგამიური ცხოვრების სტილიდან გამომდინარეობს.

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s