პასუხი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს ბატონ დავით ბალაძეს.
ბატონო დავით, თქვენ 8 მარტს აჭარის ტელევიზიის პირდაპირ ეტერში განაცხადეთ, რომ ე.წ. “ოცნების ქალაქში” (ყოფილი 53-ე ბატალიონის ტერიტორია) მცხოვრებთა მხოლოდ 12% დასაკმაყოფილებელიო. ჩვენ გვაინტერესებს, რა კრიტერიუმებით აკმაყოფილებთ იმ 12%.და რომელ დასკვნებზე დაყრდნობით განაცხადეთ.
როცა ბოლოს გაკეთებული კომისიის პასუხები და დასკვნები არააა მზად.და ჯერ კომისია არც კი დასრულებულა. ან საინტერესოა, რომელი კანონი უნდა გამოიყენოთ იმ ხალხის გამოსაყვანად იმ ტერიტორიიდან, როცა ხელისუფლებამ ხალხს იქ შესახლების პერიოდში ხელი არ შეუშალა და არ შეაჩერა. ნუთუ, იმ დროს კანონი არ არსებობდა.? ნუთი ასე ადვილია გაჭირვებული ხალხის მიმართ ასეთი საუბარი. ნუთუ საერთოდ დაინტერესებულხართ იქ ხალხმა, ის ქვის სახლები, რომლებზეც თქვენ გააკეთეთ აქცენტი რა გაჭირვებით გააკეტეს, ან რომელი ფულით გააკეთეს,.ან კიდე თუ დაინტერესდით იმ ხალხს რა პრობლემები აქვს და რა პრობლემებით ცხოვრობს.ტერიტორიაზე თქვენი ან მთავრობის თავმჯდომარის მოსვლას თავი რომ დავანებოთ რა გაუკეთეთ ამ ხალხს სასიკეთო,.ან რომელი დასაკმაყოფილებელი ოჯახი დააკმაყოფილეთ.2013 წლის მარტში ვასაც დაპირდით, ოღონდ ამ ტერიტორიიდან გადით და დაგეხმარებითო.უმრავლესობა იყო თქვენი მინი გამგებლები, რომლებმაც ტერიტორია მიატოვეს. ხოლო ნაწილიც თქვენს მიერ დაპირებულის შეუსრულებლობის გამო, უკან დაბრუნდა და შემოსახლდა.და საერთოდ თქვენ და მთავრობის თავმჯდომარე, თუნდაც უმაღლესი საბჭოს ის უგულო წარმომადგენლები, რომ საუბრობთ ხალხის ტერიტორიიდან გასაყვანად. რას პირდებით? რითი უნდა დაეხმაროთ? არაფრით? უბრალოდ დაპირება იქნება რომელიც დაპირებად დარჩება.
ეკოფაქტი ტექსტს გთავაზობთ უცვლელად