RSS

მაშველებმა, ქიმიური ნივთიერებით სავსე ავზით დატვირთული, ავტომობილის მძღოლი გადაარჩინეს

04 აპრილი

IMG_6610შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა გზის სავალი ნაწილიდან გადავარდნილი სატვირთო მანქანა ამოიყვანეს.

შემთხვევა თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. სატვირთო მანქანა, რომელსაც სპეციალური ავზით ქიმიური ნივთიერებები გადაჰქონდა გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. ადგილზე მუშაობდა ორი ერთეული სახანძრო და სამაშველო ჯგუფი. ასევე მუშაობდნენ  საპატრულო პოლიციის და ქიმიურ, რადიაციულ და ბიოლოგიურ ინციდენტებზე რეაგირების განყოფილების თანამშრომლები, რომლებიც ცისტერნაში არსებული ქიმიური ნივთიერების შემცველობას ადგენენ.


მაშველებმა ცისტერნა შემთხვევის ადგილიდან უვნებლად ამოიღეს და სპეციალურ მისაბმელზე განათავსეს. ავტოსაგზაო შემთვევის შედეგად, მსუბუქად დაზიანდა მანქანის მძღოლი, რომელსაც დროულად ჩაუტარდა პირველადი დახმარება და გადაყვანილია საავადმყოფოში.

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s