სამწუხაროდ, გვიან გავიგე… აქცია 28 მარტს დაიწყო და 3 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება. ერთი კვირის განმავლობაში მსურველებს საშუალება ექნებათ დილის 10 საათიდან, საღამოს 7 საათამდე ჩააბარონ მაკულატურა და გადაცვალონ ახალ წიგნებზე. თან უნდა იქონიონ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა
ქაღალდის ნაწარმით დატვირთული ავტომობილების კოლონა და უზარმაზარი ცოცხალი რიგი მაკულატურის ჩამბარებელ პუნქტთან – ასე გამოიყურებოდა 28 მარტს სავაჭრო ცენტრ “დიდუბე პლაზას” ეზო, სადაც “მაკულიტერატურის” აქციაში ჩასართავად მოსახლეობის ნაკადი მთელი დღის განმავლობაში არ წყდებოდა. მეტიც, მონაწილეთა რიცხვი იმდენად მაღალი იყო, რომ მაკულატურის ჩასაბარებლად განკუთვნილი სპეციალური ყუთები ერთ საათში თითქმის გაივსო.
მოგეხსენებათ, მედიასახლმა “პალიტრამ” წიგნის მოყვარულებსა და ბუნების დამცველებს გრანდიოზული აქცია შესთავაზა და “დედამიწის საათთან” დაკავშირებით მაკულატურის ტარიფი უპრეცედენტოდ გაზარდა –
მხოლოდ 28 მარტიდან 3 აპრილის ჩათვლით, 1 კგ მაკულატურის 1 ლარის ღირებულების წიგნში გადაცვლის შანსი გეძლევათ! უსარგებლო მეორეულ ქაღალდებს, ჟურნალებს, წიგნებს, ფლაერებსა თუ სხვა ქაღალდის ნაწარმს თქვენთვის სასურველ ახალ წიგნში გადაცვლით, რომლის შერჩევაც 500-ზე მეტი დასახელების წიგნიდან შეგიძლიათ. რაც მთავარია, გახსოვდეთ, ერთი ტონა მაკულატურის გადამუშავება 17 ხეს გადაარჩენს, რის შედეგადაც 26 კუბმეტრი წყალი და 2,3 კვმ მიწის მოცულობა დაიზოგება…
ფოტო აღებულია კვირის პალიტრიდან