თბილისის ზოოპარკის ადმინისტრაციის ცნობით, ზოოპარკში კიდევ ერთი ახალშობილი დაბადა, ამჯერად ხმალკბილა ვეფხვის ბოკვერი.
“ჩვენ კიდევ ერთი უსაყვარლესი ახალშობილი გვყავს!
ზოოპარკში ხმალკბილა ვეფხვი დაიბადა. პატარა ჯანმრთელია და დედასთან ერთად განცალკევებულ ვოლიერში იმყოფება. დედა კარგად უვლის ბოკვერს, ძუძუს აწოვებს და უცხო პირების მიახლოებას ავისმომასწავებელი ბრდღვინვით აპროტესტებს.
ხმალკბილა ვეფხვი კატისებრთა ოჯახის წარმომადგენელი იყო, რომელიც ბინადრობდა ევროპაში, აზიაში, აფრიკასა და ჩრდილოეთ ამერიკაში მიოცენის ეპოქიდან გვიან პლეისტოცენურ ეპოქამდე, დაახლოებით 13 – 2 მილიონი წლის წინ. ტანად თანამედროვე ვეფხვზე დიდი იყო, 1,2 მ. მხრების სიმაღლეში და 2 მ. სიგრძეში. ჰქონდა დიდი, ხმლისებრი ზედა ეშვები, დაკბილული საჭრელი კიდეებით. ხმალკბილა ვეფხვის მრავალი სახეობა იყო ცნობილი, რომელიც მაქაიროდის გვარში ერთიანდებოდა.
დღემდე მეცნიერებში გავრცელებული იყო აზრი, რომ ხმალკბილა ვეფხვი ცალკე სახეობა იყო და არ ენათესავებოდა დღევანდელი ეპოქის ვეფხვების სახეობებს; თუმცა თბილისის ზოოპარკში მომხდარმა საოცარმა ამბავმა შეიძლება საწინააღმდეგო დაამტკიცოს. ჩვენი ვარაუდით დღევანდელი ვეფხვები ხმალკბილა ვეფხვის გენის მატარებლები არიან და მათი თავიდან გამოჩენა დედამიწაზე სწორედ თბილისის ზოოპარკიდან დაიწყება. როგორც ჩანს, საქმე გვაქვს ე.წ. „კალისტოს ეფექტთან“, რომელიც აღწერილია პრესტონისა და ჩაილდის მიერ. ეს ეფექტი გულისხმობს იმას, რომ როდესაც ბუნებაში ირღვევა ბალანსი, აუცილებლად ჩნდება მტაცებელი, რომელიც დაარეგულირებს და აღადგენს ბალანსს.” – აცხადებენ თბილისის ზოოპარკის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.