თბილისის ზოოპარკის ინფორმაციით, ზოოპარკში ჰამადრილი დაიბადა. ახალდაბადებული ზოოპარკის თანამშრომლებმა, მისი უსაფრთხოების მიზნით, ვოლიერიდან გამოიყვანეს.
“მიეგებეთ ჩვენს ახალშობილს, მარტში დაბადებულ ქალბატონ მარტას! ამ პაწკუნტელა ჰამადრილს დედა სათანადო ყურადღებას არ აქცევდა. ვოლიერში ვერ დავტოვებდით, რადგან იქ ბევრი ზრდასრული მამრი ცხოვრობს და პატარას სიცოცხლეს საფრთხე შეექმნებოდა. აღარ გავრისკეთ და ვოლიერიდან გამოვიყვანეთ. ახლა გულიკო ძიძა ზრდის, აჭმევს ყოველ საათში ერთხელ, უცვლის პამპერსებს და თოჯინასავით გახვეულს გულში ჩაკრულს დაატარებს, რომ არ შესცივდეს და დედობრივი სითბო არ მოაკლდეს ცუნცულიკას”, – ამ ინფორმაციას აქვეყნებს ზოოპარკის ადმინისტრაცია.
მკითხველს შევახსენებთ, რომ ჰამადრილი ნამდვილი პავიანების გვარის მაიმუნია. მისი სიმაღლე 80 სმ-მდეა, წონა 20-30კგ. ცხოვრობენ აფრიკასა და აზიაში. საკმაოდ ავია, ძნელად თვინიერდება. მეცნიერები გამოიყენებენ, როგორც ექსპერიმენტულ ცხოველს
ცხოვრობს სავანებში, კლდიან ადგილებში. მდედრის მაკეობა გრძელდება 170 დღემდე. უმეტესად შობს 1 ნაშიერს. ცოცხლობს 30 წლამდე.