28 მარტს, მსოფლიო „დედამიწის საათს” აღნიშნავს. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციასა (CENN) და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდთან (WWF) ერთად, დედამიწის საათს აღნიშნავს.
კამპანიის ფარგლებში, CENN- ის მიერ გამოცხადდა პოსტერების კონკურსი თემაზე – „მინერალური რესურსების მდგრადი გამოყენება ჩვენს რეგიონში”, რომელშიც საქართველოს 5 რეგიონის – აჭარის, იმერეთის, კახეთის, ქვემო ქართლისა და შიდა ქართლის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა. კონკურსანტების მიერ წარმოდგენილი პოსტერები რეგიონებში არსებული მინერალური რესურსების მდგრადი გამოყენების საკითხებს ასახავდა