RSS

ეკოფაქტმა გაეროს ასოციაციის მიერ გამოცხადებულ ბლოგერების კონკურსში გაიმარჯვა

09 მარ

1232.jpgსაქართველოს გაეროს ასოციაციასა და ახალი ამბების ინტერნეტ გამოცემა civil.ge -ს გამოცხადებულ ბლოგერების კონკურსში, რომელიც ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ერთობლივი პროექტი იყო, COBERM-ის ფარგლებში. გაიმარჯვა www.ekofact.com, გაიმარჯვა ასევე, ბექა გაბადაძისა და მაგდა ჩინიჯიშვილის ბლოგებმაც.

პროექტის ფარგლებში შეიქმნა ახალი ინტერნეტ რესურსი – www.opinion.civil.ge, სადაც გამოქვეყნდება სხვადასხვა თემებზე შემუშავებული კვლევები, ანალიზი და მათზე დაფუძნებული მოსაზრებები.

კონკურსის შედეგად დაჯილდოვდნენ ბლოგერები, რომლებიც ადამიანის უფლებების, გენდერული თანასწორობის, გარემოს დაცვის, მშვიდობის ხელშეწყობის, სამოქალაქო საზოგადოებისა და მრავალფეროვნების თემებზე საუკეთესო ბლოგ-პოსტები შექმნეს).

გამარჯვებული ავტორები და სტატიები შეირჩნენ, როგორც ბლოგის შიდა შეფასების მექანიზმის – მკითხველების მოსაზრების, ასევე საქართველოს გაეროს ასოციაციისა და civil.ge-ს ერთობლივი შეფასების საფუძველზე. გამარჯვებული ბლოგერები დაჯილდოვდნენ წამახალისებელი პრიზებითა და სერთიფიკატებით.

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s