RSS

მღვიმე ,,აკაკი წერეთელი”

28 თებ

მღვიმე 111აკაკი წერთლის დაბადებიდან 175 და გარდაცვალებიდან 100 წლისთავთან დაკავშირებით, იმერეთში, ახალ აღმოჩენილ კარსტულ მღვიმეს ეწოდა ქართველი მგოსნის, აკაკი წერეთლის, სახელი. ახალი მღვიმე “აკაკი წერეთელი” 23 თებერვალს გამოიკვლია ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეომორფოლოგია, კარტოგრაფიის კათედრის ასისტენტ პროფესორმა გიორგი დვალაშვილმა.  მღვიმე მდებარეობს მდინარე ყვირილას მარცხენა მხარეს, საჩხერის მუნიციპალტეტის სოფელ სარეკის ტერიტორიაზე. სოფელ სარეკის მაცხოვრებელ ბიძინა აბჟანდაძის საკარმიდამო ნაკვეთთან ახლოს არსებული კლდოვან ფარდულში.

მღვიმე 2პროფესორი გიორგი დვალაშვილის თქმით, მღვიმე გამომუშავებულია ზედაცარცულ კირქვებში. მღვიმეში შესასვლელი არის კლდოვანი ფარდულით, დაღმავალფსკერიანი, კარსტული გვირაბებისგან შედგება. შემდეგ ეშვება ჩრდილო-დასავლეთით პალეო მდინარის მიმართულებით. მღვიმეში ჰაერის ტემპერატურა არის 14 გრადუსი, გაედინება პატარა ნაკადული, გვირაბის გაფართოებაში დიდ როლს თამაშობს დროებითი ღვარების ჭარბი ნაკადები.
ქიმიური ნალექებიდან გვხდება სტალაქტიტები, სტალაგმიტები, კალციტის მოფარდაგებანი, მექანიკურრიდან – ნგრევის ადგილობრივი მასალა, გამოფიტვის პროდუქტები, დროებითი ნაკადების მიერ შემოტანილია ალუვიონი, აგრეთვე მღვიმეში გვხდება მდინარეული რიყნარი მასალა.
ბინადრობენ ობობები, მცირეჯაგრიანი რგოლოვანი ჭიები, მრავალფეხიანები და სხვა ცოცხალი ორგანიზმები.
მღვიმის შესასვლელის სიმაღლე ზღვის დონიდან 455 მეტრი, შეფარდებითი სიმაღლე მდინარე ყვირილას დონიდან კი 75 მეტრი.
მღვიმის სიღრმე 12 მეტრია, ჯამური სიგრძე 45 მეტრი, სიგანე – მინიმალური 1 მ, მაქსიმალური 2,5 მ, სიმაღლე მინიმალური 0,5 მ, მაქსიმალური კი 5 მ, მღვიმე ოთხსართულიან სიღრუეს წარმოადგენს.
ჭიათურა-საჩხერის გზატკეცილიდან მღვიმისკენ მიმავალი გზა მიემართება სოფელ სარეკის მიმართულებით, სასოფლო გზიდან მღვიმისკენ მიემართება გრუნტის გზა, მანძილი 150 მეტრი.
მღვიმის ბოლომდე გასავლელად საჭიროა სპელეოლოგიური საჭურველი.
ეს მღვიმე კიდევ ერთი საინტერესო ობიექტი იქნება, როგორც ადგილობრივი ტურისტებისთვის, ასევე უცხოელი ვიზიტორებისთვის. რეგიონისთვის კი დამატებითი შემოსავლის წყარო, თუ კი ხელისუფლება სათანადო ყურადღებას დაუთმობს.

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s