საქართველოში, სოფლად მცხოვრები ქალების უმრავლესობა უმძიმეს სოციალურ პირობებში ცხოვრობს. ამის მიზეზი კი ძირითადად ინფორმაციის არ ქონაა. ბევრ მათგანს უნდა საკუთარი მეურნეობის განვითარება, თუმცა ვერ ახერხებს.
დღესდღეობით სოფლის მოსახლეობისათვის ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ საკითხს სოფლის მეურნეობის საკითხები წარმოადგენს, ვინაიდან სოფლის მაცხოვრებელთა უმრავლესობისთვის სოფლის მეურნეობა შემოსავლის უმნიშვნელოვანესი წყაროა. სწორედ, სოფლის მეურნეობაშია დასაქმებული მთელი სამუშაო ძალის 50%. მათი 95% მცირე მეწარმეები არიან (თითოეულ ოჯახზე +/- 1.2 ჰექტარი და 2 ძროხა) ქვეყანაში არსებული სიღარიბის მაღალი მაჩვენებლის ძირითადი მიზეზი ის არის, რომ ვერ მოხერხდა ქვეყნის სოფლის მეურნეობის სექტორის მოდერნიზება. ფერმერულ ორგანიზაციათა რაოდენობა ძალზე მცირეა, ასე რომ მათი უმრავლესობა ვერც მასშტაბზე ორგიენტირებული ეკონომიკის უპირატესობით სარგებლობს და ვერც იმპორტიორებს უწევს კონკურენციას.
ექსპერტთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ საქარველოს მნიშვნელოვანი სასოფლო–სამეურნეო პოტენციალი აქვს. გათვლები ადასტურებს, რომ შესაძლებელი დღევანდელი, მძიმე მდგომარეობაში მყოფი ფერმერული და აგროინდუსტრიული წარმოების ხუთჯერ გაზრდა. განვითარებული სოფლის მეურნეობამ შეიძლება ბიძგი მისცეს ეკონომიკურ ზრდას და ინფლაციის შემცირებას (წარმოების ზრდის ხარჯზე). სოფლის მეურნეობის განვითარებას ძალზე დადებითი სოციალური შედეგებიც მოყვება. ამდენად, ამ სექტორის შემდგომი განვითარება სასიცოცხლოდ მნიშნელოვანია როგორც ქვეყნის უსაფრთხოების, ისე სტაბილურობისთვის.
Megan Proctor
25/05/2022 at 00:56
Thhanks great post