RSS

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო აცხადებს კონკურსს სამინისტროს სახელობითი საჩუქრის დიზაინზე

11 თებ

garemos dacvis logoსაქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო აცხადებს კონკურსს სამინისტროს სახელობითი საჩუქრის დიზაინზე

კონკურსის პირობები:

კონკურსი ტარდება საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინიციატივითა და ორგანიზებით. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს.

კონკურსში წარმოდგენილი ნამუშევარი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

  • სამინისტროს საქმიანობასთან თემატური შესაბამისობა;
  • ერთი ნამუშევრის დასამზადებელი ჯამური ღირებულება არ უნდა აღმატებოდეს 200 ლარს;
  • ნამუშევარში ასახული იდეა უნდა იყოს ორიგინალური;
  • დიზაინი უნდა იყოს უნიკალური, სპეციალურად ამ თემისთვის შექმნილი;

კონკურსანტებმა კონკურსის გამოცხადებიდან არაუმეტეს ერთი კვირის ვადაში კონკურსის ელ-მისამართზე(konkursi@moe.gov.ge), უნდა წარმოადგინონ რეგისტრაციისათვის საჭირო ინფორმაცია, კერძოდ,

იურიდიული პირისათვის: საფირმო სახელწოდება და საიდენტიფიკაციო ნომერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის მიხედვით, საკონტაქტო პირი და მისი მონაცემები;

  • ფიზიკური პირისთვის: სახელი, გვარი და პირადი ნომერი, ასევე მისამართი, ტელეფონი და ელ-ფოსტა.

რეგისტრაცია მთავრდება კონკურისის გამოცხადებიდან ერთი კვირის შემდგომ. ( 17.02.2015 წელს)

 სარეგისტრაციო ფორმა იურიდიული პირებისთვის 

 სარეგისტრაციო ფორმა ფიზიკური პირებისთვის

რეგისტრაციის დასრულებიდან სამი კვირის განმავლობაში (10.03.2015-წლამდე) კონკურსანტებმა კონკურსის ელ-მისამართზე (konkursi@moe.gov.ge) ან სამინისტროში ( გულუას ქ. 6) უნდა წარმოადგინონ ხელით ან ციფრულ ფორმატში შესრულებული:

სახელობითი საჩუქრის დიზაინის ესკიზი მასალის გათვლით;

  • ნამუშევარი უნდა მოიცავდეს საჩუქარის დიზაინსა და საჩუქრის ჩასადები ყუთის დიზაინს.
  • სასურველია ნამუშევრები წარმოდგენილი იქნას 2D ან 3D ფორმატში;
  • სახელობითი საჩუქრის დამზადებისათვის (მასალა, დიზაინი) საჭირო ბიუჯეტი – ნამუშევრის საცალო ღირებულება ლარში;
  • სახელობითი საჩუქრის დამამზადებელი იურიდიული/ფიზიკური პირის საკონტაქტო ინფორმაცია.
  • კონკურსანტმა სასურველია წარმოდგინოს საკუთარი ნამუშევრების პორთფოლიო.

სამინისტროს თანამშრომლებითა და დამოუკიდებელი პირებით დაკომპლექტებული კომისია კონკურსანტთა დაუსწრებლად განიხილავს თითოეული კონკურსანტის მიერ წარდგენილ ნამუშევარს და გამოავლენს გამარჯვებულს – საუკეთესო დიზაინის ავტორის.
კონკურსში გამარჯვებულ ფიზიკურ/იურიდიულ პირთან საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით დაიდება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება სამინისტროსათვის სახელობითი საჩუქრის დამზადების თაობაზე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

გაითვალისწინეთ:
გამარჯვებული ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ საბოლოოდ წარმოდგენილი ნამუშევრების პარამეტრები უნდა შეესაბამებოდეს კონკურსანტის მიერ კონკურსში წარმოდგენილ პარამეტრებს და ვიზუალურად იყოს საკონკურსო ნამუშევრის ზუსტი ანალოგი.
გამარჯვებული კონკურსანტის მიერ კონკურსში წარმოდგენილი ყველა სახის ნამუშევარი მისივი თანხმობით გადაეცემა სამინისტროს შემდგომი გამოყენების მიზნით.

საკონკურსო ნამუშევრების მიღების ბოლო ვადაა 10 მარტი.

http://moe.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=69&info_id=3500

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s