RSS

ქართველ მეკლდეურებს ყურადღება სჭირდებათ

04 თებ

alpinistebi 002ოლიკო ცისკარიშვილი

ვერის პარკში, ჭადრაკის სასახლის პირველ სართულზე, განთავსებულია მეკლდეურთა და ალპინისტთა კლუბი. გასული საუკუნის 70-იან წლებში, როცა გადაწყდა, აქ შენობის აგება, პირველი სართული მეკლდეურებს დაუთმეს, მეორე კი ჭადრაკს. მაშინ, საქართველოში, ორივე სპორტის სახეობა განთქმული იყო, თუმცა ჭადრაკი უფრო პოპულარული. სავარაუდოდ, შენობის გადაცემისას ამ ფაქტორმა გადაწყვიტა ის მომენტი, რომ მოჭადრაკეებს ორი სართული ერგოთ.

საქართველო მთიანი ქვეყანაა და მთამსვლეობას დიდი ტრადიციები აქვს. მწვერვალზე ასვლის დაუოკებელი სურვილი და მთის სიყვარული ქართველებს სისხლში აქვთ და ოცნებად აქვთ ქცეული. თუმცა ყველა ვერ ახერხებს ამ ოცნების განხორციელებას, რადგან ურთულესია დასაპყრობი მწვერვალებისკენ გასავლელი გზა და სპეციალურ მომზადებასა და ვარჯიშს საჭიროებს.

“ეხლა ყველაფერი ფასიანია, არავინ გვაფინანსებს. თვითდაფინასებაზე ვართ გადასული, რომ შენობა არ წაგვართვან. გარეთ ვარჯიშებზე ბავშვის გაყვანაც კი შეზღუდულია, თუმცა ალპინიადაც ტარდება,” – გვიყვება ვანო ჯაფარიძე, რომელსაც 11 (თერთმეტი) ურთულესი მეექვსე კატეგორიის მწვერვალი აქვს დაპყრობილი და გვიმხელს, რომ ყველაზე ძნელად დასაპყრობი მწვერვალი ევროპაში, შხარაა. მან ტრავმის გამო, დაანება თავი აქტიურ მთამსვლელობას და ამჟამად ინსტრუქტორად მუშაობს. მართალი, რომ ითქვას, ფინანსების უქონლობის გამო, მეკლდეურობის კლუბს იმდენი აღსაზრდელიც არ ყავს, რამდენიც ჭადრაკის სასახლეს.

მუზეუმში მეკლდეურების სიმბოლო გვხვდება, ვეფხვი და წერაქვი, ასეთი სიმბოლო სავარჯიშო დარბაზშიცაა. ვეფხვივით სწრაფი და მოქნილი უნდა იყოს მეკლდეური რომ მწვერვალზე ასვლა შეძლოს. “მეკლდეურების დამაარსებელი ალიოშა ჯაფარიძეა,” – მიყვებიან ახალგაზრდა მეკლდეურები, რომლებიც აუცილებლად დაიპყრობენ მეექვსე ხარისხის უამრავ მწვერვალს და მუზეუმისკენ მიმიძღვიან.

ალპინისტურ ბანაკ “დომბაიში” 1947 წელს ჩატარდა პირველი სპორტული შეჯიბრება კლდეზე ცოცვაში, რომელმც საფუძველი ჩაუყარა მთამსვლელობის ახალ სახეობას – მეკლდეურობას. 1952 წელს პროფკავშირების წყვილთა ცოცხვაში ჩემპიონები ხდებიან მიხეილ ხერგიანი და შალვა მარგიანი. ამ დღიდან მ. ხერგიანის სახელი დაკავშირებულია მეკლდეურობასთან. 1960 წელს ხერგიანმა პროფკავშირების საკავშირო პირველობაზე აბსოლუტური ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ამავე წელს სსრკ ნაკრებში თავის მეწყვილე ი. კახიანთან ერთად ინგლისში გაემგზავრა, სადაც მას “კლდის ვეფხვი” შეარქვეს. სამწუხაროდ, 1969 წელს საკავშირო ჩემპიონატის დაწყებამდე, იტალიაში, დოლომიტის ალპებში, მწვერვალ სუალტოზე ასვლისას ხერგიანი დაიღუპა. 1962 წელს, თბილისში გაიხსნა განათლების სამმართველოს მოზარდ მთამსვლელთა სკოლა, რომელიც ერთ-ერთი პირველი იყო სსრ კავშირში. 1970 და 1980-იანი წლების დასაწყისში, საკავშირო ასპარეზზე წარმატებით გამოდიან ლ. გურჩიანი და ი. გელდიაშვილი. ისინი სათავეში ჩაუდგნენ ქართველ მეკლდეურებს, რომლებიც საერთაშორისო თუ საკავშირო შეჯიბრებებზე საპრიზო ადგილებს იკავებდნენ.

1984 წელს, მოზარდ მთამსვლელთა სპორტული სკოლა რესპუბლიკურ სკოლად გარდაიქმნა. მეკლდეურების ჯგუფები კი იხსნება თბილისში, მესტიაში, ლენტეხში, ჭიათურაში, ქარელში, ყაზბეგში, ქუთაისში, ონში. 1988 წლიდან ახალი ერა იწყება მეკლდეურობაში – შეჯიბრებები ხელოვნურ კედლებზე, მიუხადავად იმისა, რომ ჩვენთან ასეთი რამ არ ასებობდა, მაინც დიდი წარმატებებს აღწევდნენ. ქართველი მეკლდეურები თითქმი ყოველწლიურად ატარებენ საქართველოს ჩემპიონატებს, მ. ხერგიანისა და ი. გელდიაშვილის მემორიალებს.

1991 წელი ქართულ ალპინიადაში განსაკუთრებული თარიღია. ამ წელს შესანიშნავმა მთამსვლელმა რომან გიუტაშვილმა მსოფლიოს უმაღლეს მწვერვალ ევერესტზე განახორციელა ასვლა. იგი ქართული ალპინიზმის ისტორიაში პირველი ქართველი “ევერესტელია.”

ევერესტზე ამსვლელთაგან ყველაზე ხნიერი ლევ სარქისოვი, რომელიც 1999 წელს, ასვლის დღეს 60 წლისა და 161 დღისა იყო, რის გამოც, მისი სახელი გინესის რეკორდების წიგნშია შეტანილი. ქართველთაგან ბენო ქაშაკაშვილი კი ერთადერთია, ვინც ყველა კონტინენტის უმაღლესი მწვერვალი მოიარა.

მეკლდეურების თქმით, რომლებიც ახლა ცოცხალი ლეგენდები არიან, ტექნიკურად რთული მწვერვალების ათვისება თავს იდო ალიოშა ჯაფარიძემ. 1943 წლის 31 აგვისტოს ალიოშა და ალექსანდრა ჯაფარიძეები, იგორ კაზალიკაშილი და გიო ნიგურიანი უშბის სამხრეთ მწვერვალზე ავიდნენ და საფუძველი ჩაუყარეს ტექნიკურად რთულ ასვლებს. 1936 წელს თბილისში დაარსდა ყოფილ სსრ კავშირში პირველი ალპური კლუბი, რომელსაც შემდგომ ქართული ალპინისტური სკოლის ერთ-ერთი შემქმნელის ალიოშა ჯაფარიძის სახელი მიენიჭა.  1937 წელს, სამხრეთ-აღმოსავლეთი კედლით სამხრეთ უშბაზე პირველად ავიდნენ გაბრიელ, ბექნუ და ბესარიონ ხერგიანები, ჭიჭიკო ჩართილანი და მაქსიმე გვარლიანი, რითაც, საბჭოეთში საფუძველი ჩაეყარა კედლოვან ასვლებს. ქართველ მთამსვლელთა როლი, მეორე მსოფლიო ომში განსაკუთრებულია. საბრძოლო ოპერაციების მომზადება-ჩატარებას გიორგი ბაქრაძე, ივანე მარი, დავით ფურცელაძე, ლევან მარუაშვილი, დავით წერეთელი ხელმძღვანელობდნენ, ხოლო ბექნუ და გაბრიელ ხერგიანების მონაწილეობით იალბუზის მწვერვალიდან მოიხსნა გერმანელი ფაშისტების მიერ აღმართული დროშა. ქართველმა მთამსვლელებმა, ამავე პერიოდში ჩაუყარეს საფუძველი მიუვალ მღვიმე-გამოქვებულთა კვლევას. ალიოშა ჯაფარიძემ, მეგობრებთან ერთად, გამოიკვლია ხვამლის, ორხვის, ტვიშის, შიომღვიმისა და უფლისციხის გამოქვებულები. ალექსანდრა ჯაფარიძემ კი აღმოაჩინა ბეთლემის გამოქვაბული. 1945 წლის შემოდგომაზე, ქართველმა მთამსვლელებმა ალიოშა ჯაფარიძემ, ქელეშბი ონიანმა და ნიკოლოზ მუხინმა უშბა-შხელდის ურთულეს ტრავერსს შეუტიეს, მაგრამ მოულოდნელად შემოჭრილმა ციკლონით გამოწვეულმა ზვავმა ისინი იმსხვერპლა, რითაც ქართულმა მთამსვლელობამ უდიდესი დანაკარგი განიცადა.

იმედია, ქალაქის რომელიმე თავი, დაადგავს საშველს და მათი სახელების უკვდავსაყოფად, ვერის ბაღში გამოყოფილ ადგილას დაიდგმება მთამსვლელთა მემორიალი, რომელიც მართლაც დაამშვენებს ქალაქს.

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s