RSS

ჭარბტენიანობის საერთაშორისო დღე

02 თებ

10966588_1046262632067301_825633118_nფიქრია არდია

ორ თებერვალს მთელს მსოფლიოში ჭარბტენიანი ტერიტორიების დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება, რომელსაც საქართველოც უერთდება.

ამ დღესთან დაკავშირებით, ივანე ჯავახიშვილს სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებული თსუ ეკო კლუბისა და თსუ საბავშვო უნივერსიტეტის ორგანიზებით კონკურსი „ჩემი თვალით დანახული ჭაობი“ ჩატარდა. კონკურსი მიზნად ისახავდა სკოლის მოსწავლეების დაინტერესებას ჭაობებით.

საბავშვო უნივერსიტეტის წარმომადგენელმა გიორგი გრიგოლაშვილმა აღნიშნა, რომ  პროექტის მიზანი იყო ადამიანების ცნობიერების ამაღლება ბუნებრივი რესურსების გამოყენების თვალსაზრისით.

მოსწავლეებმა თავიანთი ხელით შექმნილი ჭაობები წარმოადგინეს. გამარჯვებული რუსთავის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლე გახდა. მარიამ იოკურიძის თქმით, იდეა მას თავად გაუჩნდა და უნდოდა ჭაობი პოზიტიური კუთხით დაენახებინა ადამიანებისთვის. ორგანიზატორთა განცხადებით, მისი ნამუშევარი კოლხეთის ეროვნულ პარკში გამოიფინება.

თსუ-ს გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორის,  ასისტენტ პროფესორის, თსუ ეკო კლუბის კოორდინატორის გიორგი დვალაშვილის განცხადებით, მსგავსი პროექტები მომავალშიც გაგრძელდება და ტყის დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ახალი კონკურსი დააანონსა, რომელზეც ინფორმაციას უახლოეს დღეებში შემოგთავაზებთ.

მკითხველს შევახსენებთ, რომ 1971 წელს ირანის ქალაქ რამსარში მიიღეს კონვენცია „საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიების შესახებ. მას შემდეგ ჭარბტენიანი ტერიტორიების საერთაშორისო დღე, 2 თებერვალი, ყოველწლიურად აღინიშნება. რამსარის კონვენცია ერთადერთი საერთაშორისო შეთანხმებაა, რომელიც აწესრიგებს კონკრეტულ ეკოსისტემას განსაზღვრავს  ეროვნულ ქმედებებს  და საერთაშორისო  თანამშრომლობის საკითხებს ჭარბტენიანი ტერიტორიების რესურსების კონსერვაციისა და გონივრული გამოყენების უზრუნველსაყოფად. 1997 წლის შემდეგ,  ყოველწლიურად, სახელმწიფო სამსახურები, არასამთავრობო ორგანიზაციები და საზოგადოების ყველა ფენის წარმომადგენლები მონაწილეობენ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების ღონისძიებებში, რაც ეხება ჭარბტენიანი ტერიტორიებისა და ზოგადად რამსარის კონვენციის მნიშვნელობას. ჭარბტენიანი ტერიტორიები ასრულებს ძირითად ეკოლოგიურ ფუნქციებს, არეგულირებს წყლის რეჟიმს და ბიომრავალფეროვნების წყაროებს სახეობების, გენეტიკისა და ეკოსისტემის დონეზე. გამოირჩევა დიდი ეკონომიკური, სამეცნიერო, კულტურული და რეკრეაციული მნიშვნელობით; ასრულებს სასიცოცხლო მნიშვნელობის როლს კლიმატის ცვლილების შედეგების შემსუბუქებისა და ადაპტაციისათვის; მისი მზარდი ხელყოფა აუნაზღაურებელ ზიანს აყენებს გარემოს და ეკოსისტემას; უნდა მოხდეს  მისი აღდგენა სადაც ეს შესაძლებელია; საჭიროა მოხდეს  მისი კონსერვაცია გონივრული გამოყენების მიზნით.

საქართველოში საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიებია: ცენტრალური კოლხეთის ჭაობები (მოიცავს იმნათის, ნაბადასა და ჭურისს ჭაობებს, პალიატომის ტბასა და მიმდებარე ტერიტორიებს); ისპანის ჭაობი (მოიცავს ქობულეთის აღკვეთილსა და ნაკრძალს).

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s