RSS

„ჩემი თვალით დანახული ჭაობი“-ს ფინალური ტური

01 თებ

1796842_888156074539709_8006819468136079367_oდღეს, კონკურს „ჩემი თვალით დანახული ჭაობი“-ს ფინალური ტური გაიმართა, სადაც აღმოსავლეთ საქრთველოს სკოლების წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას. ჟიურის წევრების გადაწყვეტილებით ხუთი გამარჯვებული გამოვლინდა; 1) რუსთავის 2 საჯარო სკოლა. 2) დმანისის მუნიციპალიტეტი სოფ. მაშავერის საჯარო სკოლა. 3) გორის მუნიციპალიტეტ სოფ. ძევერის საჯარო სკოლა; 4) ეკო კლუბის რჩეული თბილისის 183-ე საჯარო სკოლა. 5) ჟიურის სიმპატია სიღნაღის მუნიციპალიტეტ სოფ. ვაქირის საჯარო სკოლა.

კონკურსი „ჩემი თვალით დანახული ჭაობი“ ჰქვია და ჭარბტენიანი ტერიტორიების დაცვის საერთაშორისო დღეს ეძღვნება, რომელიც 2 თებერვალს აღინიშნება.
კონკურსის ორგანიზატორები აღნიშნავენ, რომ რეგიონში ბიომრავალფეროვნების, გადამფრენი ფრინველებისათვის საჭირო გზის უზრუნველსაყოფად, ასეთ ტერიტორიებს უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს. კონკურსის მიზანი სკოლის მოსწავლეების ჭაობების პრობლემებით დაინტერესებაა. თსუ ეკოკლუბის წარმომადგენლებს სკოლის მოსწავლეებისთვის ამ თემაზე მაქსიმალური ინფორმაციის მიწოდება სურთ, რათა ბავშვებმა კარგად გააცნობიერონ ჭაობების შესწავლასა და გამოყენების მხრივ არსებული მნიშვნელობა.კონკურსის პირველი ეტაპი 26 დეკემბერს დაიწყო და 24 იანვარს დასრულდა.
ეკო კლუბის ხელმძღვანელის, ზუსტი და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის მესამე კურისს გეოგრაფიის მიმართულების სტუდენტის ნიკა წითელაშვილის თქმით, კონკურსის მონაწილე მოსწავლეებს ჭაობის მოდელი ან მაკეტი უნდა დაემზადებინათ და ნამუშევარისთვის შესაბამისი სახელიც შეერჩიათ. დასავლეთ საქართველოს სკოლებისათვის კი _ 1 თებერვალს ქალაქ ფოთში ჩატარდება.
მეორე ეტაპზე გასული მონაწილეთათვის როგორც აღმოსავლეთ, ასევე დასავლეთ საქართველოს სკოლებიდან, საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ხელშეწყობით, გაიმართება ექსკურსია კოლხეთის ეროვნულ პარკში, სადაც სკოლის მოსწავლეებისათვის, თსუ ეკოკლუბის წარმოამდგენელთა მიერ, ჭაობის თემაზე საინტერესო ლექციაც გაიმართება

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s