ქვეყნის არამატერიალური კულტურული ელემენტების გამოვლენის, დაცვის და პოპულარიზაციის მიზნით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ზემო სვანეთში არამატერიალური ნიმუშების ინვენტარიზაცია და საველე სამუშაოების პირველი ეტაპი დაასრულა.
ამ დროისთვის, მასალებში გამოიკვეთა რამოდენიმე მნიშვნელოვანი ელემენტისთვის ძეგლის სტატუსის მინიჭების აუცილებლობა.
მათ შორის არის: უძველესი სვანური საკრავი – ჭუნირი, ხეზე კვეთის ტრადიცია, სვანური ქუდის დამზადების ტექნოლოგია, ფეტვიანი ხაჭაპური და სვანური მარილი.
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ექსპედიციის ანგარიშის და პროექტის შედეგების პრეზენტაცია გაიმართება წლის ბოლოს.