RSS

200-ზე მეტი ადამიანი უსაფრთხოდაა. მაშველებმა ასამდე ავტომანქანაც გამოიყვანეს

07 იან

atovdaშინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შსს–ს თანამშრომლებმა თოვლში ჩარჩენილი ყველა მოქალაქე უსაფრთხო ადგილზე გამოიყვანეს.
ნინოწმინდის რაიონში საქართველო–სომხეთის დამაკავშირებელ ცენტრალურ მაგისტრალზე მეტეოროლოგიური პირობების გაუარესებისთანავე მობილიზებული იყვნენ ნინოწმინდის და ახალქალაქის რაიონული სამმართველოს თანამშრომლები. სამართალდამცველებმა თოვლში დარჩენილი 200–ზე მეტი მოქალაქე უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს. მათი ნაწილი პოლიციელთა ოჯახებში და პოლიციის სამმართველოებში მოათავსეს და პირველადი დახმარება აღმოუჩინეს.

ნინოწმინდის რაიონში მაშველებმა თოვლიდან 100-მდე ავტომანქანა გამოიყვანეს.
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის სამაშველო ჯგუფების მიერ ნინოწმინდის რაიონში, საქართველო-სომხეთის დამაკავშირებელ ცენტრალურ მაგისტრალზე დიდთოვლობის და ქარბუქის გამო, გზაში ჩარჩენილი ავტომობილების და მოქალაქეების გამოსაყვანად სამაშველო ოპერაციები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.

შექმნილი რთული ვითარების გამო, ადგილზე ნინოწმინდის სახანძრო-სამაშველო სამსახურის სამაშველო ჯგუფების გარდა მობილიზებულ იქნა ახალქალაქის, ასპინძის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამაშველო ჯგუფები, ხოლო თბილისიდან დამატებით გაიგზავნა ხუთი ჯგუფი სპეციალური მაღალი გამავლობის ავტომანქანებით.

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის კოორდინაციით ჩატარებული სამაშველო ოპერაციის შედეგად მაშველებმა 100-მდე ავტომანქანა გამოიყვანეს თოვლიდან და გადაიყვანეს უსაფრთხო ადგილას.

სამაშველო ჯგუფები ამ დრომდე აგრძელებენ სამუშაოებს. სამაშველო სამუშაოებს ართულებს რთული მეტეოროლოგიური პირობები.

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s