SOS: ტრავერტინებთან ზვავებს შორის ჩარჩენილი ადამიანები ამაოდ ელიან შველას. დაბა სტეფანწმინდიდან რამდენიმე კილომეტრში, ტრავერტინებთან, სამი ზვავია ჩამოწოლილი.
ზვავს და სუსხიან ქარბუქს ვერ უმკლავდებიან გზაში დარჩენილი მგზავრები. ჩაკეტილია ტრავერტინებთან მდებარე პირველივე გვირაბი. სტიქიის წინააღმდეგ, გზაში არიან, როგორც მსუბუქი ავტომობილების მგზავრები, ასევე სატვირთო ავტომობილების მძღოლები. ადგილიდან,გვატყობინებენ, რომ გაუსაძლისი ხდება მდგომარეობა. ტრაქტორების და გზსი გამწმენდი საშუალებების, ადგილობრივი, მძღოლები, ახალი წლის გამო, ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებიან და ამიტომ შეუძლებელია გზის გაწმენდა. იმედია, შესაბამისი სამსახურები დროულად მოახდენენ რეაგირებას და გზაში ჩარჩენილ ადამიანებს სტიქიის წინააღმდეგ არ დატოვებენ.
ზვავებს შორის ჩარჩენილი, ერთ-ერთი მძღოლის, პაატა ჭყონიას თქმით, პოლიცია აცხადებს, რომ ხვალამდე შესაბამისი უწყებები ვერაფერს მოიმოქმდებს მათ დასახმარებლად, თუმცა ხვალინდელ დახმარებაზეც დაზუსტებით ვერაფერს ამბობენ…