RSS

საყდრისამდე ვერ მივაღწიეთ…

25 დეკ

ოლიკო ცისკარიშვილი

საყდრისამდე ვერ მივაღწიეთ…

როგორ მივაღწევდით, როცა კაზრეთშივე ათობით ადამიანი თავს დაგვესხა და უაღრესად აგრესიულად ითხოვდა ჩვენს იქიდან წასვლას. ისე, რომ არც კი აინტერესებდათ ვინ ვიყავით და რა გვინდოდა… არც არავის შეუწუხებია თავი… სხვათაშორის, არც მოგვიანებით მოსულ პოლიციას, რომელიც არც კი ვიცი საიდან მოვიდა და რატომ… გვერდით მდგარნი უფრო სეირის მაყურებლის ამპლუაში იყვნენ, ვიდრე სამართალმდაცველების.

ზოგადად არ მიყვარს ამ სტილში ამბის მოთხრობა, თუმცა ეკოფაქტი მაინც ბლოგია და ამიტომ თავს უფლებას მივცემ, ამ შემთხვევაში, ოდნავ მაინც მაჯობოს ემოციამ და  ისე გითხრათ სათქმელი. თუმცა, უახლოეს მომავალში, უფრო დავწრილებით მოვუთხრობ მკითხველს.

saydrisi 015დღე კი ასე დაიწყო: კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) ორგანიზებით, საქართველოს სხვადასხვა მედიაორგანიზაციები საყდრისისკენ დაიძრა.მათი მიზანი მხოლოდ ის არ იყო, რამდენად კანონიერად განახორციელა საყდრისის საბადოს აფეთქება RMG-მ, როცა არც ერთ ფედერალურ სამსახურს, მათ შორის არც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ამაზე ნებართვა არ გაუცია. ამ საკითხზე და კიდევ იმაზე, თუ რას ფიქრობენ მეცნიერები საყდრისის სტატუსთან დაკავშირებით, ამაზეც მოგვიანებით და დაწვრილებით მოგაწვდით ინფორმაციას. ჟურნალისტების ინტერესის სფერო იყო, რამდენადაა დაცული ეკოლოგიური უსაფრთხოების ნორმები და რამდენად ახდენს გარემოზე, ადამიანების ჯანმრთელობაზე იქ მოქმედი საწარმო. თუმცა ამის გარკვევა კი არა, ადგილამდე მისვლაც ვერ შევძელით, რადგან მდინარე მაშავერასა და მდინარე კაზრეთულის შესართავთაბ, როცა ჟურნალსიტები ვმუშაობდით თავს დაგვადგა ათობით აგრესიული ადგილობრივი. ისინი მოითხოვდნენ დაგვეტოვებინა ტერიტორია და სიტუაცია ლამის ხელჩართულ ბრძოლამდე მივიდა. მოგვიანებით, ტექნიკის წართმევითა და განადგურებითაც დაგვემუქრნენ. მათი თქმით, ისინი კომპანიის თანამშრომლები იყვნენ, თუმცა როგორც გაირკვა, უმრავლესობა არც არასდროს ყოფილა RMG-ის თანამშრომელი.
ისინი აცხადებენ, რომ თუ საწარმო დაიხურება, მათ უმუშევრად დარჩენა ემუქრებათ.
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ადგილობრივებმა მიმართეს – საიდან აქვთ გრანტები და რატომ არიან დაინტერესებულნი ამ თემით. მათ შორის სიტყვიერი შეკამათება რამდენჯერმე მოხდა.
CENN-ის წარმომადგენლები ადგილობრივებს უმტკიცებდნენ, რომ არსებული ეკოლოგიური მდგომარეობა მარტო კაზრეთელების პრობლემა არ არის და უმტკიცებდნენ, რომ საწარმოდან ხდება მძიმე მეტალების შემცველი წყლების ჩაღვრა. რამდენიმე კომპანიის თანამშრომელი ამ ფაქტის გამო გაღიზიანდა. ერთ-ერთი მათგანმა, გადაწყვიტა მედიის თანხმობით მისულიყო მაშავერას მდინარეზე და იქიდან დაელია წყალი, იმის დასამტკიცებლად, რომ წყალი მომწამვლელი არ არის და შესაბამისად არც ადგილობრივი ბოსტნეული, რომელიც თბილისის ბაზრებზე გააქვთ ადგილობრივებს. მას კიდევ 3-4-მა ადგიობრივმა მიბაძა და მდინარედან წყალი დალიეს.

მოგვიანებით, როცა ჟურნალისტთა ჯგუფი დახურულ კუდსაცავში აპირებდნენ მასალების გაკეთებას, ტყის ნაპირზე, კუდსაცავიდან რამდენიმე ასეულ მეტრში, ტყეში, დაგვხვდა სამი ადამიანი, რომლებმაც განგვიცხადეს, რომ ისინი იყვნენ დაცვის თანამშრომლები და ტერიტორია არის კერძო საკუთრება. ჟურნალისტებს არ მისცეს მუშაობის საშუალება, ვერც ის დოკუმენტი წარმოადგინეს, რომლითაც დადასტურდებოდა მათი სიტყვები. მიმდებარე ტერიტორიაზე არც დამცავი ზოლი იყო, არც შემოღობილი და არც რაიმე მინიშნება იმისა, რომ ტერიტორია კერძო მფლობელობაში იყო. რამდენიმე წუთში, უკვე დახურულ კუდსაცავთან,  კვლავ ადგილობრივები ჩაერთვნენ. სიტუაციის დაძაბვის გამო, არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებმა და მედიის
წარმომადგენლებმა გადაწყვიტეს ტერიტორიის დატოვება, რადგან სამართალდამცველებმა მათ თხოვნას სიტუაცია განემუხტათ, იგნორირებით უპასუხეს. ადგილობრივების აგრესიული განმარტებით, მათ არ აინტერესებთ ეკოლოგიური პრობლემები და არც ძეგლის სტატუსი. მათი განცხადებით, მათ სამსახურების დაკარგვა ადარდებთ.

რადგან, მაინც ამ ჩანაწერს არ ვთვლი სრულყოფილ ჟურნალისტურ პროდუქტად, დავამატებ: დარწმუნებული ვარ, ის ადამიანები საღამოს “გამარჯვებას” იზეიმებდნენ… სამწუხაროდ, გვიან, გაცილებით გვიან მიხვდებიან, რომ თუნდაც, ეკოლოგიური კატასტროფამდე არც თუ ისე შორია….

რაც შეეხება დახურულ კუდსაცავს, შორიდან მაინც გადავიღე…


saydrisi 012

 

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s