RSS

ვაკის მშენებლობები და შესაძლო რისკები

14 დეკ

mshenebloba 003ოლიკო ცისკარიშვილი

21-ე საუკუნის საქართველოში, დედაქალაქ თბილისში, ყველაზე პრესტიჟულ უბნად ვაკე ითვლება, რომელიც ჯერ კიდევ, გასული საუკუნის 50 წლებში, გარეუბნად ითვლებოდა.  მიუხედავად იმისა, რომ ვაკეში, თითქმის წარმოუდგენელიც კია ახალი ნაგებობების აშენება, სამშენებლო კომპანიები მაინც ახერხებენ და ახალ შენობებს დგავენ. მშენებლობის ნებართვას კი სახელწმიფო, ოფიციალურად აძლევთ. ამ მშენებლობების ბუმს ხშირად ვაკის “ფილტვებად” წოდებული სკვერები ეწირება. ერთ დროს, ვაკის უბნის სავიზიტო ბარათი – ვაკის პარკი, გაცხოველებული მშენებლობების გამო ნელ-ნელა კარგავს ტერიტორიებს და შესაბამისად, ვაკის მაცხოვრებლები სუფთა ჰაერს და დასასვენებელ ადგილს.

mshenebloba 005გასული წლის დეკემბრის ბოლოდან, ვაკის პარკში კარვები აქვთ გაშლილი საინიციატივო ჯგუფს “პარტიზან მებაღეებს” და ვაკის პარკში მშენებლობსი დაწყების საშუალებას არ აძლევენ “აგროლენდ ჯეორჯიას”, რომელსაც 2011 წლის 25 ნოემბრის დადგენილებით კანონიერი უფლება აქვს სარეკრეაციო ზონა 2-ში  შვიდ სართულიანი სასტუმრო ააშენოს. თუმცა მშენებლებს ბალავრის გაჭრა და რამოდენიმე ხის მოჭრაც მოუსწრიათ.

“ისედაც მცირე რეკრაციული სივრცე დარჩა ჩვენს ქალაქს. შესაბამისად, კიდევ დამატებით გაგრძელება ამ პროცესის, დანაშაულია ქალაქის განვითარების წინაშე,” – ამბობს თსუ-ს სტუდენტი.

“რა თქმა უნდა, უნდა აშენდეს, მაგრამ ისეთ ადგილებში აშენებენ, რომ კი არ აშენებენ, შენობებს აკვეხებენ. პარკების ტერიტორიაზე რომ არ უნდა აშენდეს ამაზე აღარაა ლაპარაკი. ვაკის პარკის ტერიტორიაზე, ვისაც შეუძლია ყველა იშენებს და ცხოვრობს. ვაკის პარკის ტერიტორიაზე, ჯერ კიდევ წინა მტავრობის დროს, ორი რესტორანი ჩადგეს. რაც შეეხება ამ სასტუმროს მშენებლობას, ჯერ-ჯერობით გაუკვეველია. ამ ადამიანს უფლება მერიისგან აქვს აღებული, ნაყიდი აქვს ტერიტორია, ფული აქვს გადახდილი. ამ საკითხს აუცილებლად უნდა გადახედოს, ახალმა მერმა,” – ამბობს ვაკის მკვიდრი ერეკლე შველიძე.

“აქ იმიტომ ვართ, რომ არ აშენდეს სასტუმრო. აქ რომ სასტუმრო აშენდეს, ხეებიც უნდა მოიჭრას, გაკეთდეს მანქანების გასაჩერებელი და ა.შ. ჩვენ აქ ზამთრის პირველივე დღეებიდან ვართ, ძალიან ბევრნი ვართ და ვენაცვლებით ერთმანეთს, რომ მშენებლობა არ დაიწყონ,” – ამბობს გიორგი სააკიანი 19 წლის პარტიზანი მებაღე.

“ხუთი წელია ამ შენობის მშენებლობა დაწყებულია და ისევ ასე დგას, – ამბობს ვაკეში მცხოვრები 70 წლის ზაკავენკო ვიტალი შენობაზე, რომელიც ალბათ მომავალში საოფისე შენობა-ნაგებობა იქნება და მისი მესაკუთრეა შპს “ვაკე პლაზა”. შენობის გარშემო შემოვლებულ ღობეზე აბრა გვამცნობს, რომ სამშენებლო ობიექტი გადაყვანილია კონსერვაციის რეჟიმში სამი წლის ვადით, –  ეხლა რაც ვაკეში ხდება,  ამას მშენებლობა ქვია? ამას პაროდია ქვია… ” – გვეუბნება მოხუცი ვაკელი.

გენიალური პოეტის გალაქტიონი ტაბიძის ძეგლის უკან კომპანია არქიტაური “შენი ევროპული სახლი”-ს მშენებლობა მიმდინარეობს. რამდენიმე მეტრის დაშორებით კი აქსისი დაწყებული მშენებლობაა. ძეგლის მარჯვნივაც გამალებული სამუშაოები მიმდინარეობს ყიფშიძის ორ ნომერში, სამიოდე მეტრში კი ბენზინგასამართი სადგურია. აქაც მრავალსართულიანი საოფისე შენობა იგება, რომლის დაკვეთია შპს “ერისთავის იურიდიული ჯგუფი”.

“გალაქტიონის ძეგლის უკან საერთოდ არ დატოვეს ადგილი. არც ესთეთიურადაა ლამაზი, რას გავს, – მხრებს იჩეჩავს 35 წლის ახალგაზრდა ვაკელი, – მაშინ აიღონ ეს ძეგლი და საერთოდ სხვაგან გადადგან, ამაზე არავინ ფიქრობს, არც მშენებლებმა და არც ქალაქის წარმომადგენლებმა. ზოგადად საცხოვრებელ სახლებს რომ აშენებენ, მარტო აქ კი არა ფალიაშვილზე და ბარნოვზეც ისეა ჩადგმული მაღალსართულიანი სახლები, რომ არქიტექტურულად საერთოდ არ ჯდება, იერსახეს უკარგავს ვაკეს და ელემენტარულად მანქანის დასაყანებელი ადგილიც კი არაა. მალე ფეხით მოსიარულეების ადგილიც აღარ იქნება,” – ამბობს იგი.

ყოფილ ვაკის სტუდქალაქთან, სადაც მხოლოდ სამი კორპუსია დარჩენილი და სადაც აფხაზეთიდან დევნილები ცხოვრობენ უკვე კარგა ხანია შპს “ოპტიმუს ჯგუფი” მშენებლობას ახორციელებს. მშენებლობის დამკვეთია შპს “ჭავჭავაძის 64-ბ” ნებართვის გამცემი ორგანოა კი, როგორც ყველგან ქ.თბილისის მერიის ს.ს.ი.პ. თბილისის არქიტექტურის სამსახური. მისი დასრულება 2015 წელს იგეგმება.  ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ ალბათ, ამ სამ კორპუსსაც გამოუჩნდება ინვესტორი, დაანგრევენ და იძულებით გადადგილებულ პირებს გაასახლებენ, რათა მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლები ააშენონ.

ყოფილ მეცხრე საავდმყოფოს უკან, ჩრდილოეთით, კი კიდევ ერთი მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლი შენდება, რომლის დამკვეთიც შპს. “ჭავჭავაძის 33”; მშენებლობის დამთავრების ვადაა 2017 წლის 18 მარტი, აქაც გამალებული მუშაობა მიდის.

ვაკის მეორე სავიზიტო ბარათის “მზიურის” მიმდებარე ტერიტორიაზეც მორიგი, მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა სრულდება.  შენობის საპროექტო ორგანიზაციაა შპს “დიზაინსტუდიო.”

გეოლოგების მტკიცებით, ვაკეში მაღალსართულიანი ნაგებობების აშენება რეკომენდირებული არაა. “ზედა ვაკე მეწყრულ სხეულზეა. კუს ტბა მეწყრული წარმოშობისაა. თუმცა არაა ისეთი, რომ აქტუალური იყოს. მაგრამ ვაკეში არ არის რეკომენდირებული მაღალი შენობების აგება და გრუნტზე ზედმეტი დაძაბულობა. რაც შეეხება ვაკის პარკში მშენებლობებს…. მწვანე ნარგავების გაჩეხვა შენობებისთვის, არის დანაშაული კაცობრიობის წინაშე. არადა, ბოლო ათი წლის განმავლობაში, საქართველოში ახალი ნაგებობების ასაშენებლად, მილიონამდე ხე მოიჭრა,” – გვეუბნება პროფესორი, გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი გიორგი დვალაშვილი.

 

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s