RSS

საქართველოს ნოემბრის თვეში 402 307 ვიზიტორი ესტუმრა

05 დეკ

shem 013საქართველოს საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკური მონაცემები 2014 წელი, ნოემბერი
შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი აქვეყნებს საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკურ მონაცემებს გასული თვის მდგომარეობით, კერძოდ:
2014 წლის ნოემბერი 402 307 ვიზიტით განისაზღვრა, რაც 2013 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე -3,8 %–ით ნაკლებია.

რაც შეეხება იანვარ-ნოემბრის ინტერვალს, ქვეყანაში უკვე 5 059 832 ვიზიტი განხორციელდა, რაც 1,2%-ით აღემატება 2013 წლის ანალოგიური საანგარიშო პერიოდის მაჩვენებელს.

ამასთან, შემოღებული პირობითი დაყოფის მიხედვით, ხვედრითი წილის ურთიერთმიმართება შემდეგია:

ა) ტურისტი – 2 071 690 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 41%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 8%);

ბ) ტრანზიტი – 1 023 421 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 20,2%, კლება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან -8%);

გ) სხვა – 1 964 721 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 38,8%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 0,003%).

2014 წლის ნოემბერში ყველაზე მეტი ვიზიტი კვლავ თურქეთიდან (-7%), აზერბაიჯანიდან (-0,8%), სომხეთიდან (+2,7%), რუსეთიდან (-8%) და უკრაინიდან (-8%) განხორციელდა. ასევე, პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ–ნოემბერშიც კვლავ ტრადიციულად გამოირჩნენ: ლიტვა, პოლონეთი, ლატვია და დიდი ბრიტანეთი (შესაბამისად 87%, 29%, 25%, და 12%), შუა აზიის ქვეყნებიდან – ყაზახეთი (35%), ხოლო აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან კი – ბელორუსიის მოქალაქეები 48% მატებით.

საქართველოს საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკური მონაცემები 2014 წელი, ნოემბერი

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s