
სამუშაო შეხვედრები – „შესაძლებლობების გაძლიერება ადგილობრივ დონეზე კატასტროფების რისკის შემცირების და კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის სფეროში“ გაერო-ს გლობალური კამპანიის – „გავხადოთ ქალაქები მდგრადი“ – ფარგლებში ტარდება და მსოფლიოს 2217 ქალაქს მოიცავს. შეხვედრების მიზანია ხელი შეუწყოს ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებში კატასტროფების რისკის შემცირების და კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის სფეროში შესაძლებლობების გაძლიერებას, კატასტროფების რისკის შემცირების სამოქმედო გეგმების შემუშავებასა და განხორციელებას, ქალაქებს შორის თანამშრომლობისა და გამოცდილების გაზიარებას და კატასტროფების რისკის შემცირების ღონისძიებების ინტეგრირებას ადგილობრივ პროგრამებსა და ინიციატივებში.
სამუშაო შეხვედრები შსს-ს აკადემიაში 5 დეკემბრამდე გაიმართება და მასში შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, თბილისის, ქუთაისის, ფოთის, თელავის, ბათუმის მერიისა და ადგილობრივი თვითმმართველობის, ასევე, გაეროს მაღალი რანგის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.