ამერიკის შეერთებულ შტატებში მუშაობა დაიწყო მსოფლიოში უდიდესმა მზის ელექტროსადგურმა სახელწოდებით – Topaz. ელექტროსადგურის მშენებლობა დაიწყო 2012 წელს. ინჟინრებმა ორი წლის განმავლობაში, კალიფორნიაში დაამონტაჟეს 9 მილიონი მზის პანელი, დაახლოებით 25 კვადრატული კილომეტრის ფართობზე. პროექტის ღირებულებამ შეადგინა 2.5 მილიარდი დოლარი.
ელექტროსადგური Topaz-ი აშენდა სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების შორიახლოს. ასე რომ, მას შეეძლება 160,000-მდე ოჯახის მომსახურება. ელექტროსადგურის სიმძლავრე 550 მგვტ-ია. ინჟინრების თქმით, მზის ენერგიის ელექტროსადგურის გამოყენება, ყოველწლიურად 377 000 ტონამდე შეამცირებს ნახშიროჟანგის გამოყოფას ატმოსფეროში. თუმცა, ელექტროსადგური Topaz-ი ცოტა ხანს იქნება უდიდესი. მომავალ წელს, ინჟინრები გეგმავენ სხვა, უფრო დიდი მზის ელექტროსადგური აამუშავონ, რომლის სიმძლავრეც 579 მგვტ იქნება.