RSS

თბილისელი ფერმერების წარმატებული საქმიანობა წნისში

30 ნოე

ferma 006ოლიკო ცისკარიშვილი

ახალციხემდე, სოფელ წნისში, არც თუ ისე პატარა ფერმაა,  სადაც 45 ადგილობრივია დასაქმებული. ფერმაში 70 მეწველი ძროხა და ოცამდე ხბოა, რომლებსაც სათუთად უვლიან.

ფერმას, რომელიც მოიცავს 600 კვადრატულ მეტრს, სათავეში ნინო ზამბახიძე და მისი ბიზნესპარტნიორი ბესო ბაბუნიშვილი უდგანან. ჩვენი სტუმრობისას, პატარა ხბოებს აცრას უკეთებდნენ სპეციალისტები, რომლებიც მუდამ თვალყურს ადევნებენ ცხოველების ჯანმრთელობას. გარეთ, მეწველი ძროხები მასაჟორს ზურგს უშვერდნენ, ყველის ცეხში კი ყველის ამოყვანის გამალებული სამუშაოები მიმდინარეობდა.

ეს ფერმა ადგილობრივებისთვის დასაქმების შანსი და დიდი სტიმულია.

ferma 003„2007 წელს ჩემმა ბიზნეს პარტნიორმა, ახალციხეში, ორი ძროხა იყიდა, ამ ფაქტმა მთლიანად შეცვალა ჩემი ცხოვრება და დედაქალაქიდან 6 წელი რეგიონში მომიწია გადასვლა. ვფიქრობ, მიზნის მისაღწევად მთავარია რწმენა და იმის გაცნობიერება, რომ ყოველი მარცხი გამარჯვების საწინდარია… – გვეუბნება ახალგაზრდა, 36 წლის, ფერმერი ქალი და მიგვიძღვის შენობისკენ, რომელიც ფერმის ტერიტორიაზევეა აშენებული და სადაც, როგორც ახლა, ისე მომავალში იგეგმება ფერმერთა დატრენინგება, – ამხელა შიდა მიგრაციის ფონზე, როცა, ყველა თბილისში გადმოდის საცხოვრებლად, მე უცხოური განათლებით, რეგიონში წავედი და ტრეინინგ ცენტრი გავხსენი, სადაც, ადგილობრივ მოსახლეობას სრულიად უსასყიდლოდ შეუძლია, როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული კურსების გავლა. ძალიან მინდა ამ სფეროში ქალები აქტიურად ჩავრთო დავეხმაროთ მათ, როგორც განათლების მიღების, ისე თანხების მოძიებისა და დონორებთან ურთიერთობის საქმეში,” –  ამბობს ნინო და ირწმუნება, რომ შესაძლოა, სამყაროში არსებობდეს ისეთი რამ, რაზეც არ გიფიქრია და ის შენი ნაწილი გახდეს.. და  სიყვარულით შესცქერის ახალდაბადებულ ხბოებს.

ferma 001დღეს, ფერმაში, თითო ძროხა 15 ლიტრამდე რძეს იწველის, ძროხებს ხელოვნურად ანაყოფიერებენ, რადგან ზამთარში, როცა თითქმის არავის აქვს რძე, რძე ჰქონდეთ და ყველის რეალიზებაც გააკეთონ, რომელსაც სმარტში და ნიკორაში აბარებენ, ბრენდს ახალციხური ქვია. ახალგაზრდა ფერმერის თქმით, მომავალში “ბუწიკურ” ყველზე აიღებენ ორიენტაციას.. ნინო გვიყვება, რომ ძროხების ძიებაში მთელი მსოფლიო შემოიარეს და საბოლოოდ, არჩევანი გააკეთეს და საქონელი სომხეთიდან შემოიყვანეს, რადგან ისინი, ჰავასაც ადვილად შეეგუებოდნენ და ადაპტაციაც არ გაუჭირდებოდათ.  ეს კონკრეტული ჯიში, მომთაბარეა და შეუძლიათ 2200 მეტრზე იარონ და ისეთივე პროდუქტირულია, როგორც ბაგაზე მდგომი.

ფერმის ტერიტორიაზეა საწველი ოთახი, ფერმა, ყველის ქარხანა, კორმის ქარხანა, რომელიც პირუტყვის საკვები მწარმოებელი ქარხანაა, სადაც მზადდება ძროხებისთვის საჭმელი, თანამედროვე ტექნოლოგიებით. ვაშლის შემნახველიც იქვეა. მეურნეობას, ვაშლის ბაღებიც აქვს და იქვე ხელოვნური ტბაც, სადაც თევზის მეურნებაცაა და სადაც, მომავალში  აგროტურიზმის განვითარებას გეგმავს. ტბასთან ახლოს, ორგექტარნახევარ მიწაზე, რომელიც 25 წელია, უფუნქციოდ იყო,  ბიოკარტოფილის მოყვანასაც აპირებენ.

ორგანიზაცია “ჯორჯიან ბინეს ზონ” პარტნიორებმა 2008 წელს დაარეგისტრირეს, 2009 წელს უკვე გააკეთეს რძის ქარხანა, 2010 წელს კორმის  და ა.შ. თუმცა ეს ყველაფერი იოლად არ მოსულა, დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერითა და ბანკიდან იაფი სესხის პროგრამის სარგებლობის შემდეგ, პარტნიორებს ძალიან დიდი ძალისხმევა დასჭირდათ, რომ მეურნეობა აეწყოთ, პრობლემა იყო სპეციალისტების მოძიებაც.

ferma 002“სპეციალისტები საერთოდ არ არსებობენ, ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა. თანამშრომლებს თავად ვასწავლეთ, გავატარეთ ტრენინგები, ახლა 70 სული ძროხის წველას ამთავრებენ საათნახევარში – გაწმენდა, ცურის ჩამობანა  და შეერთება მანქანებზე. მანქანები კი ოპერატიულად მუშაობენ. არადა, ძალიან მალე ითვისებენ, ნიჭიერები არიან,” – გვიყვება ბესო ბაბუნიშვილი, რომელიც თბილისიდან, ფაქტობრივა,დ ახალციხის რაიონში გადასახლდა და უძღვება მეურნეობას. – ცოტა რისკიანი უნდა იყო, უნდა გიყვარდეს კიდეც… ნელ-ნელა ის დრო მოდის, რომ სოფლის მეურნეობა პრიორიტეტი ხდება. შანსი არაა, მცირე ფულით ამგვარი მეურნეობის გაკეთება. 300 ათასის მხოლოდ საქონელია შემოყვანილი, მერე მშენებლობები, მაცივარი, თანამშრომლები,” – გვიყვება ადამიანი, რომელსაც არასდროს ქონია სოფლის მეურნეობასთან კავშირი და ახლა ერთ-ერთი წარმატებულ ფერმერად ითვლება და თავის გამოცდილებას გვიზიარებს, – ერთი მიმართულებით სიარული სოფლის მეურნეობაში ძალიან რისკიანია,” – ამბობს ბესო, ამიტომ მრავალი მიმართულებით განავითარეს მეურნეობა და გაჩერებასაც არ აპირებენ. იდეები და სამომავლო გეგმები ბევრია. უახლოეს მომავალში, აპირებენ ბიოგაზის მოპოვებასაც და სათბურების გაკეთებასაც.

ferma 011ეზოში ყველაფერი მოიხრეშება, გაკეთდება თივით გადახურული მუზეუმი, ეყოლებათ წიწილები, ქათმები, თეთრი ვირი და  ბავშვებისთვის ტურიზმს განავითარებენ. ასევე ტრენინგების ცენტრი – “ფერმერების ტრენინგებისთვის ბაზაც მზადდება,  ბიბლიოთეკით, სადაც ძირითადად, აგროწიგნები იქნება, შენობის წინ ქოლგა და ა.შ. ყველანაირი პირობები შეიქმნება, რომ ადამაინებს სწავლა მოუნდეთ, – გვეუბნება ვაშლის ბაღებიდან ახალამოსული გატალახიანებული ნინო, – „ვცდილობთ ფერმერებში თვითდაჯერებულობა და რწმენა შევქმნათ. მთავარი პრობლემა ინფორმაციის ნაკლებობაა. ფერმერს არ აქვს განათლება და არ იცის როგორ შეიძლება თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება. თუ საქართველოში მეწარმეობა განვითარდება, აგრო მიმართულებას დიდი პერსპექტივა და მომავალი აქვს,“ – ირწმუნება ნინო, რომელიც ასევე ფერმერთა ასოციაციის ხელმძღვანელია. მან ეს ასოციაცია, თანამოაზრეებთან ერთად, 2012 წელს ჩამოაყალიბა და უკვე ათასამდე ფერმერს აერთიანებს. ნინო და მისი პარტნიორი, კი ზუსტად, ის სტიმული და მაგალითია, რომელიც ქართულ ეკონომიკასა და პოტენციურ ფერმერებს სჭირდებათ.

ferma 007 javaxeTi shemodgomiseuli 002 tivashi 003

 

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s