RSS

საჯარო ლექცია მოსწავლეებისათვის ,,საქართველოს სტიქიური პროცესები”

28 ნოე

mewyeri 1004გუშინ, 26 ნოემბერს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ,,ნორჩ გეოგრაფთა სკოლამ” ჩაატარა სამეცნიერო-პოპულარულ ლექციას თემაზე ,,საქართველოს სტიქიური პროცესები”. მომხსენებელი იყო თსუ-ს ასისტენტ პროფესორი, გეოგრაფიის დოქტორი, გეომორფოლოგი გიორგი დვალაშვილი.

საჯარო ლექციაზე, ყურადღება გამახვილდა, საქართველოში, ბოლო დროს, მომატებულ სტიქიურ პროცესებზე. ბუნებრივი პროცესების სტიქიური განვითარება და გეოეკოლოგიური სიტუაციის გამძაფრება დიდ სიძნელეებს უქმნის კახეთის რეგიონის მოსახლეობას და მის ეკონომიკას. საშიშროების ზონაში იმყოფება ასობით საცხოვრებელი სახლი, საინჟინრო ნაგებობა, სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ათასობით ჰექტარი. სტიქიური პროცესების ექსტრემალური განვითარების პირობებში, მოსახლეობისადმი და სასოფლო-სამეურნეო ობიექტებისადმი მიყენებული ზარალი ათობით მილიონ დოლარს აღწევდა.

“საერთოდ, საქართველოში სტიქიური მოვლენები ისეთი აქტუალურია და იმდენად თანხვედრია ჩვენი ყოფაცხოვრების, რომ გვინდოდა ამის შესახებ მოსწავლეებსა და სტუდენტეთან ერთად გვესაუბრა, რომლებთანაც უკვე წლებია მჭიდრო კავშირი გვაქვს. ვფიქრობთ, რომ ამ შეხვედრებს ქმედითი საქმიანობაც მოვაყოლოთ. მაგალითად, დავათვალიერებინოთ დაინტერესებულ მოსწავლეებს ჩამოწოლილი მეწყერი, ღვარცოფით დაზიანებული სოფლები, რათა მათ არამხოლოდ თეორიული წარმოდგენა ჰქონდეთ სტიქიურ მოვლენებზე არამედ პრაქტიკული გამოცდილებაც“ – გვეუბნება მომხსენებელი – თსუ-ს ასისტენტ პროფესორი, გეოგრაფიის დოქტორი, გეომორფოლოგი გიორგი დვალაშვილი.

მოსახლეობის და საინჟინრო-სამეურნეო ობიექტების დაცვა ბუნებრივი და უპირველეს ყოფლისა კატასტროფული მოვლენებისაგან წარმოადგენს ტერიტორიის მდგრადი განვითარების ყველაზე აქტუალურ პრობლემას.

სტიქიური გეოლოგიური პროცესების განვითარება-გააქტიურება მთლიანად განისაზღვრება ბუნებრივ ლანდშაფტური პირობებით, გეოლოგიური აგებულების სირთულით და ქანების დაბალი საინჟინრო-გეოლოგიური თვისებების მახასიათებლებით და, რა თქმა უნდა, უდიდესი ანთროპოგენული წნეხით ეკოლოგიურ გარემოზე: ათეული წლის წინ დაჭყებული ტყის საფარის უსისტემო, მასობრივი გაჩეხვა, არასწორი მორწყვით და ჭაბურღილების ექსპლუატაციით მნიშვნელოვანი ფართობების დამარილება, დამლაშება, დაჭაობება, საძოვრების უყაირათო გამოყენება და სხვ. მაგალითად, თუშეთში გადაძოვების დიდი პრობლემაა.

“შეუძლებელია მიტოვებული სოფლების არქიტექტურის შენარჩუნება, როცა ის ფერდობები, რომლებზეც ეს სოფლებია აგებული, პირუტყვის უკონტროლო ძოვების გამო, ეროზირებულია და იშლება მიწის რესურსების მდგრადი გამოყენების სისტემის ჩამოყალიბებისთვის,” – ამბობს ერისტო ლაგაზიძე, თუსეთის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაციის დირექტორი, – “ცხვრის ძოვება სოფლის კუთვნილ ყოფილ სახნავ-სათეს ტერასებზე იწვევს ნიადაგის ეროზიას, რაც ქმნის სოფლების ახლო მეწყერსაშიშროებას. (ჩიღო-დანო, ბეღელა-ვერხოვანს შორის ფერდობების, ომალოსა და თუშეთის ალაზანს შორის ფერდობები. 2007 წელს შპს „ინჟმშენმა“ ჩაატარა ეროზიის შემაჩერებელი აღდგენითი სამუშაოები სოფელ ჯვარბოსელში. ჩაიდგა ბარჟები და დაირგო ნარგავები. თუმცა არ განხორციელებულა გამიჯვნა. მოხდა მხოლოდ პრობლემის ლოკალიზება ნაპრალის შეჩერების გზით. ნარგავებმა, სამხრეთის ფერდობის გამო, ვერ იხარა. ადგილიდან არ გაიყვანეს საქონელი, ამიტომ ამ პროექტს  შედეგები არ მოჰყოლია. ინტერესთა შეჯახების გამო, სოფელი, ტრადიციული მიწათმოწყობის ინერციით, და მეცხვარეები, არსებული იჯარის უფლებით, ერთმანეთს უპირისპირდებიან. იქმნება მწვავე კონფლიქტური სიტუაციები. 2013 წელს, სოფელ შენაქოს მკვიდრის ელდარ ბუქვაიძისა და სოფლის მაცხოვრებელთა ერთობლივი განცხადება, რომელშიც ისინი სოფლის კუთვნილ სავარგულებში ცხვრის ძოვების აკრძალვას ითხოვენ, მთელი თუშეთის მოსახლეობის სათქმელს გამოხატავს,” – ამბობს ერისტო ლაგაზიძე.

ეროზირებულია თუშეთის სოფლები: ჩიღო-დანო 18კმ, ბეღელა-ვერხოვანს 15კმ, ვერხოვანი წარო 6კმ,ომალოსა და თუშეთის ალაზანს შორის მდებარე ფერდობების 70%; თუშეთის  მიტოვებული სოფლების 90% და დასახლებული სოფლების 40% განიცდის უკონტროლო ძოვების უარყოფით გავლენას.

ასეთ მდგომარეობაშია, საქართველოს, თითქმის ყველა რეგიონი. კახეთში, სოფელ კარდენახში, სადაც 2800 ოჯახი ცხოვრობს, რამდენიმე ათეული ოჯახი მეწყერსაშიშ ზონაში ცხოვრობს. 54 წლის კორახაშვილი დავითი ავარიულ სახლში მარტო ცხოვრობს ობოლ მცირეწლოვან შვილთან ერთად. მისი თქმით, 2010 წლიდან უიმედოდ ითხოვენ დახმარებას მთავრობისგან. ამგავარ მდგომარეობაშია დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეძათხევის მკვიდრნიც. მთლიანად სოფელი მეწყერსაშიშ უბანშია და წლების განმავლობაში, მათი მდგომარეობა სულ უფრო სავალალო ხდება, ამას თან ერთვის, სოფლის მდინარის უეცარი მოვარდნისგან საფრთხეებიც. სოფელი ამ დროს გარესამყაროსგან მოწყვეტილი რჩება, რადგან მდინარეზე ხიდიც კი არაა.

საქართველოში განვითარებულია თითქმის ყველა სახის საშიში გეოლოგიური მოვლენები: ღვარცოფი, მეწყერი, ფართობული ეროზია, ზღვის ნაპიების გარეცხვა, მდინარეთა ნაპირების გარეცხვა და ქარისმიერი ეროზია, თოვლის ზვავები და ა.შ. საქართველოში  50 ათასი მეწყრული უბანი და 3 000-მდე ღვარცოფული ხევია აღრიცხული. საქართველოში, ამ უბნებზე, მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიება ვერ განხორციელდება, მაგრამ მოსახლეობის დაცვისა და ეკონომიკური ზარალის თავიდან აცილების მიზნით საჭიროა მუდმივი მეთვალყურეობა და ამასთან გასატარებელია პროფილაქტიკური სამუშაოებიც. ჩვენს ქვეყანაში მეწყერის საშიშროების ზრდას ხელს უწყობს მიწისძვრის მომატებული რისკიც.

გეოგრაფიის დოქტორის თქმით, ლექციები დაინტერესებული პირებისთვის, ყოველ შაბათს, 16:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 115-ე აუდიტორიაში ჩატარდება. თეორიულ მასალებთან ერთად ისინი პრაქტიკული გაკვეთილებსაც გაივლიან.

მარიამ სუჯაშვილი

ოლიკო ცისკარიშვილი

 

 

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s