ორიოდე დღის წინ, საველე ვიზიტი შედგა თელავის მუნიციპალიტეტის, სტორის ხეობის რეკრეაციულ ადგილებში. შეხვედრის მონაწილეებმა მოინახულეს რეკრეაციული ადგილები, გაეცნენ იქ არსებულ ეკოლოგიურ და სანიტარულ მდგომარეობას, რომელიც არც თუ სახარბიელო იყო და განიხილეს რეკრეაციული ადგილების მდგრადი განვითარების საჭიროებები.
საველე ვიზიტი გაიმართა “ტყის მდგრადი მართვა საქართველოში” პროექტის ფარგლებში, რომელიც კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციათა ქსელი (CENN) ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADC) ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.
პროექტის ფარგლებში ინიციატივა კახეთის მოსახლეობისთვის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული – მდინარე სტორის კალაპოტის სიგრძივ არსებული სტიქიური რეკრეაციული ადგილების გარემოსდაცვით შეფასებას, შესაბამის ინფრასტრუქტურის მოწყობას, ასევე რეკრეაციული ტყეების მართვასა და რეგულირების გრძელვადიანი სისტემის შემნის ხელშეწყობას მოიცავს.
” თელავის მუნიციპალიტეტის მდინარე სტორი, მდინარე ალაზნის ყველაზე წყალუხვი შენაკადია, მდინარე სტორის ხეობა ძალიან მნიშვნელოვანია ბიომრავალფეროვნებით, ეკოლოგიური, ეკოლოგიური და ტურისტული ღირებულებით. აქ, გადის ერთადერთი გზა, რომელიც თუშეთის დაცულ ლანდშაფტსა და დაცულ ტერიტორიებს უკავშირდება. ხეობის სიგრძეზე, მინიმუმ, 18 სტიქიური რეკრეაციული ადგილია, სადაც ზაფხულში, ძირითადად, ადგილობრივი მოსახლეობა ქეიფობს. ეს ადგილები დაბინძურებულია და არც ნარჩენების მართვის სტანდარტებია დაცული. ამ პროექტის ფარგლებში, ვმუშაობთ სატყეო სექტორის გამჭვირვალობაზე. ამ პროექტის ფარგლებში, გვინდა რეკრეაციული არეალის, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა სვიარას ეძახის, მოწესრიგება, ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობით,” – გვეუბნება კახა სუხიტაშვილი კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციათა ქსელის კოორდინატორი კახეთის რეგიონში.
საველე ვიზიტის ორგანიზატორების თქმით, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია მდინარე სტორის სტიქიური რეკრეაციული ადგილების შესახებ საინფორმაციო მონაცემთა ბაზის შექმნა. ფონური აღწერა, კოორდინატების აღება და დარუკება. ხეობის რეკრეაციული პოტენციალის შეფასება, დაინტერესებული მხარეების ინფორმაციული უზრუნველყოფა და უნარშესაძლებლობების გაძლიერება მდინარე სტორის სამთო-რეკრეაციული ადგილების პოტენციალისა და მდგრადი განვითარების შესახებ მედია ტურების განხორციელება და სემინარების განხორციელება.
შერჩეული რეკრეაციული ადგილების განვითარება ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების გზით/ადგილების შერჩევა, ინფრასტრუქტურის დიზაინის შექმნა, შეთანხმება შესაბამის ორგანოებთან, შერცეულ ადგილებში ინფრქსტრუქტურის დამონტაჟება, პრეზენტაცია. იგეგმება ასევე დისკუსიის წარმართვა გადაწვეტილების მიმღები პირების, საზოგადოებრივი და კერძო სექტორის მონაწილეობით/ საშუალო და გრძელვადიანი მართვის დელეგირების საკითხების გადაწვეტა.. კომპეტენციათა ანალიზი და რეკომენდაციების მომზადება რეკრეაციული ფუნქციური დანიშნულების ტყეების მართვისთვის. შეთანხმება შექმნილი ინფრასტრუქტურის მოვლის, დაცვისა და განვითარების საკითხებზე.
“სტორის ხეობა პოტენციურად რეკრიაციული ადგილია. ანუ, აქ ამოდიან ადამიანები ზაფხულის ხვატისაგან სულის მოსათქმელად. არის ულამაზესი უთხოვრებისა და ბზის კორომით, თორღვას ციხით… თანაც, აქ გადის გზა თუშეთის დაცული ტერიტორიებისკენ, სადაც ზაფხულში, სეზონის განმავლობაში, დაახლოებით 6-8 ათასი ვიზიტორი გაივლის. დანაგვიანების, მოუვლელობის, მიუხედავობის პრობლემა აშკარად დგას. უმნიშვნელოვანესია მისი მოწესრიგება, რათა თავისი მნიშვნელობითა და სრული სილამაზით წარუდგეს სტორის ხეობა ვიზიტორსაც და ადგილობრივ სტუმრებს,” – გვეუბნება ზაზა ლაგაზიძე თუშეთის დახული ლანდშაფტის ადმინისტრაციის დირექტორი და გვიყვება კიდევ ერთ პოტენციურ პროექტზე. მისი თქმით, ახმეტის მუნიციპალიტეტი სტორის ხეობაში, ფლობს აქ შენობას, რომელიც გასარემონტებელია და ამჟამად, დანიშნულების გარეშეა. იმ შენობაში, შეიძლება მოეწყოს ვიზიტორთა ცენტრი და ღამის სათევიც. სტუმრებისთვის შესაბამისად მოწყობილი. ისე, როგორც სთორის ხეობას ეკადრება.
ზაზა ლაგაზიძეს იმედი აქვს, რომ პორექტი გაამრათლებს, “თუ პროექტი დაიწყება ჩვენც აუცილებლად ჩავერთვებით და ერთად მოვაწესრიგებთ ყველაფერს,” – ამბობს ის.
“სახელმწიფოს ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს საქართველოს ტყეების მდგრადი მართვა და მრავალფუნქციური გამოყენება. სტორის ხეობაში სარეკრეაციო ადგილების განვითარება, გახდება წინა პირობა, რომ ხელი შეეწყოს ტყეების მდგრად მართვას,” – გვეუბნება გიგი ალექსიძე, სატყეო პოლიტიკის სამსახურის მთავარი სპეციალისტი.
ავთანდილ მიქაბერიძე, დაცული ტერიტორიების სააგენტოდან გვეუბნება, რომ ეს პროექტი იქნება საპილოტე, შეიძლება გაქირავდეს საკარვე, საპიკნიკე ადგილები, გაქირავდეს შამფურები და ა.შ.
“შეიძლება ტერიტორიები სარგებლობის უფლებით გაიცეს. ვინმე მოემსახუროს ამ ტერიტორიას და შემოსავალი თავად დარჩეს. ამისთვის უნდა გამოცხადდეს ტენდერი და შესაბამისი მიზნები დაისახოს. თუ არ შეასრულებენ საქმინობას ჩამოერთმევათ მათი მომსახურეობის უფლება. დაბინძურებას უნდა ვებრძოლოთ საგანმანათლებლო საქმიანობით და პრევენციით, ანუ ადმინისტრაციული იძულებით. დავაჯარიმოთ ის პიროვნება, რომელიც დააბინძურებს გარემოს.” – აცხადებს ავთანდილ მიქაბერიძე, დაცული ტერიტორიების სააგენტოდან.
თუშეთის გზის ინფრასტრუქურის გარდა, კიდევ ბევრი პრობლემა აქვს. თუშები იმედოვნებენ, რომ სახელმწიფო მთლად არ გარიყავთ და მთასაც მიაქცევს ყურადღებას.
“რაც კი შეიძლება უკეთესი გაკეთდეს, თუშეთში ესაა ადამიანების იქ დაბრუნება, – გვეუბნება ზაზა ლაგაზიძე, – სხვათაშორის ის მახინჯი მიწათმოწყობა, რომელიც ბოლშევიკებმა დაამკვიდრეს დღემდე არსებობს. გაუმიჯნავია საიჯარო საძოვრები სოფლებისაგან და ფაქტობრივად საძოვრებადაა გადაქცეული. მოზამთრე ადამიანების სივრცე არ არსებობს, იმ ადამიანების, რომლებიც პოტენციურად თუშეთში დამრჩენებია, რადგან აღარ არსებობს სათიბი სავარგულები, სახნავ-სათესი.. ეს პრობლემებია მოსაწესრიგებელი. სახელმწიფოსთვის ეს პრობლემები ცნობილია. ნოემბრიდან იწყებს პარლამენტი მუშაობას და ვფიქრობთ, რომ სწორი მიდგომები გამოიკვეთა და კიდევ უფრო დაიხვეწება.
დონორებთან ამ პრობლემების დასმა და არ გვიჭირს. ესმით, რომ უნდა აღდგეს და დაბრუნდეს სახნავ-სათესი, სათიბი, რომელიც მოიტანს იქ, ადამიანების დარჩენას. ჩეხეთის განვითარების სააგენტოსთან ამ მიმართულებით, რამდენიმე პროექტს ვახორციელებთ. მაგალითად, ტრადიციული მეურნეობების ხელისშეწყობა. ორიენტაცია გვაქვს ბიობოსტნეულზე და ბიომეკარტოფილეობაზე. ეს იმას ნიშნავს, რომ თუშეთის მიწის ანალიზის ჩატარებისას, დადებითი პასუხის შემთხვევაში, შეგვიძლია ევროკავშირის ბაზარზე გავიტანოთ ჩვენი პროდუქცია.”
ეს მომავლის საქმეა, ახლა კი რეალობა ასეთია: თუშეთში პურიც არ ცხვება, არ არის ბენზინგასამართი სადგურები, მაღაზიები და ა.შ.
“ადამიანი პირველად რომ მიდის თუშეთში ვერ საზღვრავს, რომ აქ ბენიზნგასამართი არაა, ხშირად შუა გზაში ჩერდებიან. არაა მაღაზია, მთავარ წყალგამყოფ ქედს იქით გადადის ადამიანი და ვერ საზღვრავს, რომ არ არის გზაზე ბენზინგასამართი, ან მაღაზია და ხშირად, პრობლემების წინაშე დგებიან. უნდა შეირჩეს, როგორც ადგილი, ასევე დიზაინიც, რომ რ დაამახინჯოს იქაურობა. ბანკომატის პრობლემა იმიტომ არაა, რომ იქ ფულს ვერ ხარჯავს ტურისტი, ინფრასტრუქტურა დასაგეგმია და გასაკეთებელი. მოთხოვნა რომ გაჩნდება საწვავზე, მაღაზიათა ქსელზე, პროდუქტზე, პრობლემა იქნება თუკი დაუგეგმავად, სტიქიურად წარმოიშვება ეს ყველაფერი და დაამახონჯებს არქიტექტურას,” – ამბობს ზაზა ლაგაზიძე.
სახელმწიფომ უნდა მოიცალოს და სივრცული განვითარების, ურბანული განვითარების გეგმა შედგეს. რამდენ ტურისტს დაიტევს თუშეთი, როცა მოუმზადებელია ინფრასტრუქტურა. პრობლემები უამრავია, მათ შორის ტურისტული ბილიკების არასაკმარისი ქსელი, მის ირგვლივ ღამის სათავი თუ საპიკნიკე ადგილების არქონდა და ა.შ.
არადა, თუშეთი ყველას იზიდავს და უამრავი რამაა გასათვალისწინებელი. და როგორც ადგილობრივები ამბობენ, ფაქტის წინაშე რომ დავდგებით უკვე გვიანი იქნება.