ეს ფოტოები წუხანდელი წვიმის შედეგია.- გვწერს როინ გუნდაძე.
ბათუმში განთიადის დასახლებაში ადიდებულმა მდინარემ ბერიძეების საცხოვრებელი სახლი დაანგრია. წვიმამ მთლიანად მოშალა მდინარის კალაპოტი. სახლში მცხოვრება და დარჩენა სიცოცხლისთვის სახიოფათოა.
ადგილობრივმა მერიის წარმომადგენების მხარდაჭერით, ბერიძეების ოჯახი ნაქირავებ ბინაში გადაიყვანეს.. რამდენი ხანი დარჩებიან ისინი ნაქირავებ ბინაში გაურკვეველია.
შეგახსენებთ, რომ 20 დღის წინ, სტიქიამ მათ საცხოვრებელ სახლს საძირკველი საფუძვლიანად შეულახა, ბერიძეების ორ სულიან ოჯახს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დახმარებას ამ დრომზე პირდებიან. საფრთხის ქვეშ კიდე 12 ოჯახია.ხელისუფლება ადგილობრივ მოსახლეობას, ასევე პირდება სანიაღვრე სისტემების მოწყობას,
რაც შეეხება ჯებირების მოწყობას მდინარე ყოროლის წყალზე, მოსახლეობის განცხადებით, რამოდენიმეჯერ მიმართეს ხელისუფლებას, მაგრამ უშედეგოდ.