RSS

 გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის შეხვედრა თსუ სტუდენტებთან

08 ოქტ

logo tsuხვალ, 9 ოქტომბერს, 15.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი თსუ სტუდენტებს შეხვდება. ღონისძიებას თსუ რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა დაესწრება.

სტუდენტებთან შეხვედრაზე მინისტრი ისაუბრებს საქართველოში არსებულ ეკოლოგიურ საკითხებზე, საწარმოო და საყოფაცხოვრებო ნარჩენების პრობლემაზე, სხვადასხვა მიმართულებით სამინისტროს მიერ შემუშავებულ გეგმებზე. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი სტუდენტებს წარუდგენს სტუდენტურ კონკურსს „ნუ დატოვებ ნარჩენებს – იზრუნე გარემოზე“ კამპანიის ფარგლებში. კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს ნარჩენების შემცირებასთან დაკავშირებით საზოგადოების ცნობიერების დონის ამაღლებას. შეხვედრის ბოლოს გაიმართება დისკუსია. მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, ბიბლიოთეკა, მარო მაყაშვილის სამკითხველო დარბაზი

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s