ტყიბულში, მომხდარ მიწისძვრას, მინდელის სახელობის შახტაში, ნგრევა მოჰყვა. რამდენიმე მუშამ მსუბუქი დაზიანება მიიღო.
“მიწისქვეშა ბიძგების შედეგად, ჩამოიშალა ტყიბულის მინდელის სახელობის შახტის მე-6 უბნის ერთი ადგილი. საბედნიეროდ, მსხვერპლი არ არის.
ერთერთ მეშახტეს, სავარაუდოდ, ფეხი აქვს მოტეხილი. საქართველოში 3,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა. მიწისძვრა 16:36 საათზე მოხდა და მისი ეპიცენტრი ტყიბულის მუნიციპალიტეტში იყო.