გუშინ, 1 ოქტომბერს, პროგრამა ,,საქართველოს კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციისა და ზემოქმედების შერბილების ზომების ინსტიტუციონალიზიაციამ“ საკოორდინაციო ჯგუფის მესამე შეხვედრა გამართა. ღონისძიება მიმდინარეობდა სასტუმრო ,,ამბასადორში“, სადაც მოწვეულნი იყვნენ USAID-ის და ასევე გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, ნარჩენების მართვის რეგულაციის სამსახურის უფროსი ალვერდ ჩაქსელიანი და სატყეო დეპარტამენტის უფროსი – კარლო ამირგულაშვილი.
შეკრებილ აუდიტორიას მიესალმნენ და სიტყვით მიმართეს: USAID/Caucasus-ის წარმომადგენელმა ნიკოლოზ ოყრეშიძემ, პროგრამის დირექტორმა ნინო შატბერდაშვილმა, გრიგოლ ლაზრიევმა გარემოს დაცვის სამინისტროდან და ნინო კვერნაძემ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან. თამარ ბაგრატიამ პროგრამა ,,საქართველოს კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციისა და ზემოქმედების შერბილების ზომების ინსტიტუციონალიზიაციამ“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტმა შესრულებულ და დაგეგმილ საქმიანობაზე პრეზენტაცია წარადგინა.
შეხვედრაზე, ასევე განიხილეს სხვადასხვა საერთაშორისო ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, სამთავრობო სტრუქტურების პრეზენტაციები თავიანთ მიმდინარე საქმიანობასა და პროექტებზე.
ნინო ჩხობაძემ ,,მწვანეთა მოძრაობიდან“ პროგრამა დედამიწის მეგობრობის ნარჩენების შესახებ (SIDA) წარმოადგინა. მარინა შვანგირაძემ კი საკოორდინაციო ჯგუფის შეხვედრაზე წარადგინა საქართველოს მესამე ეროვნული შეტყობინება, გაეროს კლიმატის ცვლილებების ჩარჩო კონვენციის მიმართ და კახეთის რეგიონში კლიმატის ცვლილებასა და სოფლის მეურნეობის გამოქვეყნებულ წიგნზე ისაუბრა.
შეხვედრას ესწრებოდნენ ჟურნალისტებიც, რომლებიც ამ პროგრამის ფარგლებში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მედია ტურებში მონაწილეობდნენ და ეცნობოდნენ კლიმატური ცვლილებების გავლენას.
მათი თქმით, ამგვარი პროექტები მნიშვნელოვანია, რათა გაიზარდოს ცნობიერება მოსახლეობაში და მეტი ყურადღება დაეთმოს კლიმატური ცვლილებების გაშუქებას, რადგან მედიაში მხოლოდ ის ფაქტები შუქდება, როცა უკვე ფაქტის წინაშე დგას მოსახლეობა და სტიქია სავალალო შედეგების წინაშე აყენებს მოსახლეობასა და სახელმწიფოს.
შეხვედრის ყველა მონაწილეს გადაეცა წიგნი ,,კლიმატის ცვლილებებისადმი ადაპტაციის და ადგილობრივ დონეზე კლიმატის დაცვის საერთაშორისო გამოცდილება“.
თამარ ბაგრატიას თქმით, პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს ადგილობრივი თვითმმართველობების დონეზე, გარემოს დაცვის, კლიმატის ცვლილების და სოფლის მეურნეობის საკითხების აქტუალიზაციას და აღნიშნულ საკითხებზე მომუშავე სპეციალური ერთეულების შექმნას, რაც ხელს შეუწყობს ადგილობრივი თვითმმართველობების ფუნქციების განხორციელებას ბუნებრივი რესურსების მართვის, სივრცითი დაგეგმარებისა და მდგრადი განვითარების სფეროში, კიდევ ერთი წელი გაგრძელდება და საქართველოს თვითმართველობების წარმომადგენლებს შეეძლებათ სხვადასხვა ქვეყნების მუშაობის პრინციპებს გაეცნონ.
მოამზადა ნათია კაცაძემ, სალომე უერთაშვილმა, მარიამ ანთიძემ, მარიამ დოჯურიშვილმა