ბათუმში, დღეს მოსულმა უხვმა ნალექმა, უზარმაზარი პრობლემები შეუქმნა მოსახლეობას. ადგილობრივების ინფორმაციით, ამ დროისთვის, პუშკინის ქუჩის მიმდებარედ, ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე წვიმის შედეგად, წყალი უკვე ნახევარ მეტრს აღწევს. ქალაქის ნაწილს არ მიეწოდება ელექტროენერგია. მოსახლეობა სამი საათის განმავლობაში, უიმედოდ ელიან სამაშველო სამსახურს დაკავშირებას. “გადაუღებლად წვიმს დილიდან, გეგონება ვიღაც ზემოდან ასხავს წყალს, შეშინებულები არიან ბავშვები და წყლის დონის მომატების შემთხვევაში, რა უნდა ვქნათ არ ვიცით. ცოტა ხანში წყალი სახლებში შემოგვივარდება,” – გვეუბნება ბათუმში მცხოვრები ციალა ქათამიძე. წყალმა, ბათუმის ზოგიერთ სახლში უკვე შეაღწია. მოსახლეობა საკუთარი ძალებით ცდილობს სტიქიასთან შებრძოლებას. ამ წუთებში სანიაღვრე ჭებთან აწარმოებენ სამუშაოებს, რათა გაიწმინდოს ჭები. თუმცა ისინი სპეციალისტების დახმარების გარეშე, სავარაუდოდ, ვერ სეძლებენ დიდხანს წყლის შეჩერებას.
ფოტოები მოგვაწოდა ციალა ქათამიძემ