RSS

ხანჩალის აღკვეთილი

09 სექ

xanchali 010ოლიკო ცისკარიშვილი

ხანჩალის ტბა, (აკაკი მაისურაძის თქმით, ხანჩალი გვიანდელი სომხური დამახინჯებაა… ძველად იყო ,,ხვანჭალა”, ძველ ქართულად – ,,ხვანჭალის ტბა” და არა არმენიზებული ხანჩალა) რომელიც მდებარეობს, ჯავახეთში, ნინოწმინდიდან ხუთ კილომეტრში, ულამაზესი ხედებით გამოირჩევა. ტბის აუზის ფართობი 182 კმ/მეტრია. გეოგრაფი გიორგი დვალაშვილის თქმით, ტბა, რომლის სუღრმე არ არემატება, 0,8 მ, ძალიან მიმზიდველი იქნება ტურისტებისთვის,თუკი აქ შესაბამისი ინფრასტრუქტურა მოეწყობა. მაგალითად, გაკეთდება ტბამდე მისასვლელი საცალფეხო ხიდები, ანდა ვიზიტორებისთვის შეიქმნება სანაოსნო ტურები.

ულამაზეს პანორამულ ხედების გარდა, ხანჩალის აღკვეტილი, გამოირჩევა ტბაში გაჩნდა ბევრი პატარ-პატარა კუნძული. დვალაშვილის თქმით,  რამოდენიმე ათეული წლის წინ, არ იყო აღრიცხული ასეთი რაოდენობით, მათი უმრავლესობა არ გამოირჩევა სიდიდით. მისი აზრით,  ხანჩალის ტბა, საქართველოს დღევანდელ ბუნებრივ ობიექტებს შორის ერთ-ერთ გამორჩეულ წარმონაქმნს შეადგენს.

xanchal 004ტბასთან ახლოს უშველებელი ლოდებია. აშკარაა, რომ ჯავახეთში საუკუნეების წინ  ვულკანები მძვინვარებდა. სომხეთის საზღვრიდან რამოდენიმე კილომეტრში, ტურისტებს შეუძლითა ამ უმალაზესი სანახაობით დატკბნენ.

ხანჩალის ტბა წყალმცენარებით გამოირჩევა. ტბა სსრკს პერიოდში რამდენჯერმე დაშრიათ, ხან სასოფლო-სამეურნო საქმიანობისთვის, ხან კი თევზსაშენისთვის.

ახლა, კი ბიომრავალფეროვნება შეცვლილი ტბა, გაქრობის პირასაა. გადაშენებულია ბევრი სახეობის თევზი, და გადამფრენმა ფრინველებმაც შეიცვალეს გეზი, აქა-იქ თუ შეხვდებით წეროებს. ტბასთან გამოკრულია ბანერი, რომელის გვამცნობს, რომ ხანჩალის ტბა არის აღკვეთილი ტერიტორია , სადაც არ შეიძლება არც ნადირობა, არც თევზაობდა ა.შ. თუმცა იქვე სანადირო თოფის გილზა ვიპოვეთ და მის მიმდებარე ტერიტორიაზე კი ადგილობრივები ბალახს თიბავდნენ.

xanchali 001ჯავახეთში ხანჩალის ტბისმგვარად კიდევაა გამორჩეული ტბები, ფარავნის ტბა, რომელიც საქართველოში ყველაზე დიდი ტბაა, მის სამხრეთ მხარეს, უშგულზე ათი მეტროი მაღალზე 2180 მეტრზე მდებარეობს სოფელი ფარავანი. მის მახლობლადაა საღამო ტბაც და ა.შ., ჯავახეთის ტბები, სიდიდით გამოირჩევიან, თუმცა სიღრმეები ძალიან მცირე აქვთ. ეს იმაზე მეტყველებს, რომ გეოლოგიურ წარსულში ვულკანური ამოფრქვევის შედეგად, ჩაიკეტა ქვაბულები და  ტბები წარმოქმნა.

xanchali 002 xanchali 003 xanchali 005 xanchali --8 xanchali 011 xanchali 012 xanchali 013

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s